ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი უკრაინის პირველ დიპლომატს შეხვდა


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ის 15 მაისს ბერლინში ამერიკის სახელმწიფო მდევანს შეხვდა. მისივე თქმით, უკრაინა მალე უფრო მეტ იარაღსა და დახმარებას მიიღებს.

კულება ბერლინში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ჩავიდა. განხილული იყო ასევე ის საკითხები, თუ როგორ შეუძლია ალიანსს დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის 12 კვირის შემდეგაც.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ იმისთვის, რომ უკრაინული სურსათის ექსპორტმა მიაღწიოს მომხმარებლებამდე აფრიკასა და აზიაში. მადლობელი ვარ სახელმწიფო მდივან ბლინკენისა და ამერიკის მათი ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის", დაწერა კულებამ "ტვიტერზე".

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ბლინკენმა და კულებამ განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა როგორც ქვეყანაზე, ისე გლობალურ სურსათის უსაფრთხოებაზე.

"სახელმწიფო მდივანმა განიხილა იმ ბოლო ტრანშის დეტალებიც, რომელიც მოიცავს ამერიკის დახმარებას უსაფრთხოების კუთხით უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად", თქვა პრაისმა.

ამერიკის სენატში რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი კი უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შემდეგ სტოკჰოლმში გაემგზავრა და იქ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტის კენჭისყრა, სავარაუდოდ, 18 მაისს გაიმართება.

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი 28 აპრილს წარუდგინა. ამ დახმარებიდან 20 მილიარდი უშუალოდ სამხესრო მხარდაჭერას გულისხმობს. წარმომადგენელთა პალატის წევრებმა პაკეტი სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით 40 მილიარდამდე გაზარდეს.

XS
SM
MD
LG