ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნავთობსაცავზე მომხდარ აფეთქებას იძიებს


მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიანსკში მდებარე ნავთობსაცავზე გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიებას ჩაატარებს. 25 აპრილს გამთენიისას, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საზღვრიდან 154 კილომეტრის მანძილზე მდებარე რუსულ ნავთობსაცავზე მასშტაბუირი ხანძარი გაჩნდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრები ორ დიდ აფეთქებას და საცავში გაჩენილ ცეცხლს ასახავს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციაების სამსახური აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამინისტროს ცნობით, საცავში ხანძარი მოსკოვის დროით 2:00 საათზე გაჩნდა. თუმცა, მიუხედავად ხანძრის მასშტაბისა, უწყების ცნობით, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. ბრიანსკის მოსახლეობა 400 000-ს აღწევს.

სოციალური მედიით ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესაებ, რომ რუსულ ნავთობსაცავზე მომხდარი აფეთება, ან აფეთქებები, უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შედეგია. თუმცა, ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით ამ დრომდე არ დასტურდება.

საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს. თუმცა, ამ დრომდე, კიევი უარყოფს ან არ პასუხობს მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ მისი ზოგიერთი საჰაერო თავდასხმის ზამინზე რუსეთის ტერიტორიაა.

გასულ კვირას, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინული ვერტმფრენებით, ბრიანსკის რეგიონში საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმა განხორციელდა, შედეგად კი 7 ადამიანი დაშავდა. სააგენბტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსეთის ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG