პარასკევს, მოსკოვის თხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეკრება ტარდება. რუსეთი უკრაინას ბრალს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში სდებს. მოსკოვის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ ადრე უკვე დადგა, როდესაც სირიაში ქიმიური იარაღის შესახებ სესია ჩატარდა.
ხუთშაბათს, რუსეთმა შეერთებულ შტატებს ბრალი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის კვლევის დაფინანსებაში დასდო.
ვაშინგტონმა და კიევმა, რომელიც 24 თებერვლიდან რუსეთის სამხედრო აგრესიას უმკლავდება, ბრალდებები უარყვეს და შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არის იმის ნიშნები, რომ მალე რუსეთი ასეთ იარაღს გამოიყენებს.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ბრალად დასდეს, რომ ის ასეთ ხრიკს იყენებს - თავის მოწინააღმდეგეებს და შეერთებულ შტატებს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის შემუშავებას აბრალებს, რათა უკრაინაში მის მიერ ასეთი იარაღის შესაძლო გამოყენების საფუძველი შეამზადოს. ადრე, მოსკოვს სირიაში ამგვარ ქმედებაში დასდეს ბრალი.
გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლის მოადგილემ, რიჩარდ მილსმა განაცხადა: „რუსეთის ფედერაციამ სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა“.
2018 წელს, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ საქართველოში, რომელსაც უკრაინის მსგავსად ნატოში და ევროკავშირში გაერთიანება სურს, ერთ-ერთ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდა.