ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ნიადაგს ამზადებს


თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ საკი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სიცრუე უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინამ შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მისი თქმით, რუსეთის ამ სიყალბეს და პროპაგანდას, როგორც ჩანს, ჩინეთიც მიემხრო. საკი ამბობს, რომ ამის შემდეგ შესაძლოა, უკრაინაში რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი, ან ეს ოპერაცია ჩაატაროს ყალბი დროშით.

9 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ქიმიური შეტევის მზადებაში. კონაშენკოვის თქმით, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ ზოლოჩოვში „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ჩაიტანეს 80 ტონამდე ამიაკი და ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან, როგორ უნდა იმოქმედონ ქიმიური შეტევის შემთხვევაში. უკრაინამ ამ განცხადებას უწოდა სიცრუე და რუსული პროპაგანდის ნაწილი.

თეთრი სახლის პრესმდივანი წერს, რომ სწორედ რუსეთი განაგრძობს სირიაში ქიმიური იარაღის არაერთხელ გამომყენებელი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას და საერთაშორისო სამართლის დარღვევით დიდი ხნის განმავლობაში ხელს უწყობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნას. საკის განცხადებითვე, სწორედ რუსეთი იყენებს ქიმიურ იარაღს პუტინის პოლიტიკური მეტოქეების მკვლელობისა და მოწამვლისთვის. თეთრი სახლის პრესმდივანს მაგალითად მოჰყავს ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

XS
SM
MD
LG