ამერიკული დაზღვევა უკრაინის შესახებ ბოლო ცნობებს ავრცელებს. დაზვერვაში ამბობენ, რომ რუსული ჯარის მარცხი უკრაინაში და მძიმე ეკონომიკური სანქციები პუტინისთვის გახდება მიზეზი, რომ კიდევ უფრო ძლიერი და დაუდევარი ომი აწარმოოს უკრაინაში.
ამერიკის კონგრესში წარდგენის დროს, დაზვერვის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა უკრაინის მხრიდან, მომავალი კვირების განმავლობაში რამდენიმე ქალაქზე გაზრდილ ზეწოლას ელოდებიან.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევს, საკვებისა და წყლის მარაგი, სავარუდოდ 10 დღეში გაუთავდება.
"საშინელი მომდევნო რამდენიმე კვირა" იქნება, თქვა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორმა უილიამ ბარნსმა. მისივე თქმით, პუტინი "გააორმაგებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს".
„[პუტინი] წყენის და ამბიციების აალებადი კომბინაციით იყო განწყობილი მრავალი წლის განმავლობაში“, - თქვა ბარნსმა.
ამერიკის ცენტრალური დაზვერვის დირექტორის თანახმად, "პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება და მისი კონტროლია, რათა [ქვეყანას] საგარეო ორიენტაცია შეუცვალოს".
პარალელურად, ამერიკის სადაზვერვო სამსახური და პენტაგონი ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუს სამხედროებს შორის იმედგაცურება სულ უფრო იზრდება. ეს კი პუტინამდეც მივიდა.
კრემლის სამხედრო გათვლებით, რუსეთს კიევი ერთ, ან ორ დღეში უნდა აეღო, თუმცა უკრაინის დედაქალაქი უკვე მე-13 დღეა რუსული ჯარის თავდასხმას იგერიებს.