შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა, უკრაინის დახმარების საკითხში, ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს. $13.6 მილიარდს, უკრაინა აშშ-გან, გადაუდებელი დახმარების სახით მიიღებს.
„ეს კანონპროექტი პასუხობს რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს (და) უკრაინაში სასტიკ შეჭრას“, - თქვა როზა დელაურომ, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ყოვლისმომცველი კანონმდებლობა უზრუნველყოფს 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს თავდაცვისა და არათავდაცვის დისკრეციული ხარჯებისთვის და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას, 30 სექტემბრის ჩათვლით დააფინანსებს.
კონგრესს, კანონმდებლობის მიღების ბოლო ვადა, მიმდინარე კვირის პარასკევს აქვს.
წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა, სტენი ჰოიერმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პალატა აპირებს ოთხშაბათს კანონმდებლობის განხილვასა და მიღებას.
მაგრამ, მან ღიად დატოვა შესაძლებლობა კანონპროექტის, საჭიროების შემთხვევაში, მოკლევადიანი გაჩერების შესახებ, თუ კანონმდებლობა, რომელიც მთავრობის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს, დროულად არ დასრულდებოდა.