ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო საზოგადოება იქნება ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებელი,“_ ზელენსკი


UKRAINE-CRISIS/
UKRAINE-CRISIS/

უკრაინის პრეზიდენტი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაზე საუბრობს და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, დაუყონებლივ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელ ხალხს დაეხმარება. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში „ჰუმანიტარულ კატასტროფაზე“ პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოება იქნება.

„რუსეთი იყენებს რაკეტებს, თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს ჩვენს წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მსოფლიოს ჰუმანიტარული ვალდებულებაა პასუხის გაცემა,“- თქვა ზელენსკიმ რამდენიმე საათის წინ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის ინიციატივაზე უკრაინის ცის დახურვასთან დაკავშირებით ნატოში უკვე იმსჯელეს. ორგანიზაცია უარს ამბობს უკრაინის საჰაერო ცის კონტროლზე, რადგან ნატოში ფიქრობენ, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

გასულ კვირას, ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტსა და სენატორებსაც მიმართა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა ვაშინგტონს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ზელენსკი ასევე ითხოვს სამხედრო თვითმფრინავებსაც, რაზეც ამ დრომდე დასავლეთში შეთანხმება არ არის მიღწეული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი პოლონეთში ვიზიტის დროს განიხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG