ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირჯინიის შტატი რიჩმონდში კონფედერატი გენერლის ძეგლს იღებს


ქალაქ რიჩმონდში, კონფედერაციის გენერალ რობერტ ლის ძეგლს ოთხშაბათს ჩამოხსნიან. შტატის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკის სამოქალაქო ომის ფიგურის პატივსაცემად 130 წლის წინ შექმნილი ძეგლი, ახლა რასობრივი უსამართლობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

გუბერნატორმა რალფ ნორთამმა, ორშაბათს გამოქვეყნებულ საინფორმაციო გამოშვებაში თქვა: “ვირჯინიის უდიდესი ძეგლი, რომელიც კონფედერატების ამბოხებას ეძღვნება, ამ კვირაში მოცილდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, თუ ვინ ვართ და ჩვენ, როგორც თანამეგობრობას, რა ფასეულობები გვაქვს.”

ეს შთამბეჭდავი, 6,4 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც ცხენზე ამხედრებულ ლის გამოსახავს, გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.

ნორთამმა ძეგლის მოცილების გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში, მინეაპოლისის პოლიციელის მუხლის ქვეშ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ მიიღო.

ძეგლის მოცილება ერთი წლით შეყოვნდა ორი სასამართლო სარჩელის გამო, რომელიც ძეგლის აღების მოწინააღმდეგე ქალაქის მცხოვრებლებმა შეიტანეს. გასულ კვირაში, ვირჯინიის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, ძეგლის აღების წინაღობა გაქრა.

ლის ქანდაკება ცნობილმა ფრანგმა სკულპტორმა მარიუს-ჟან-ანტონინ მერსიმ შექმნა და ისტორიული ადგილების ეროვნული რეესტრის თანახმად, რომელშიც 2007 წელს აღირიცხა, შედევრად ითვლება.

რასობრივი სამართლიანობის ზოგიერთ აქტივისტს, ნაჩხაპნებით დაფარული კვარცხლბეკის ადგილზე დატოვება სურს, რადგან მას საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG