გუბერნატორის გადაწყვეტილებით, მისისიპი, უკანასკნელი სამხრეთული შტატი, რომლის დროშაზე კონფედერაციის სიმბოლო იყო გამოსახული, მასზე უარს ამბობს. შტატის დროშაზე კონფედერაციის ემბლემა, რომელიც რასისტულ სიმბოლოდაა მიჩნეული, აღარ იქნება.
რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, ტეიტ რივზმა ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა. ცვლელებას შტატის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა 28 ივნისს უყარა კენჭი. ამის შემდეგ, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, მხოლოდ გუბერნატორის ხელმოწერა იყო საჭირო.
მისისიპი, სამოქალაქო ომის დროს, კონფედერაციის ნაწილი იყო. კონფედერაციაში შემავალი შტატები მონათმფლობელობას ემხრობოდნენ. სწორედ ამიტომ, დროშები კონფედერაციის სიმბოლოთი ყოველთვის დავის საგანი იყო, ჯორჯ ფლოიდის გაარდაცვალებას გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ კი, საკითხზე მსჯელობა განახლდა.
Facebook Forum