ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მიმოსვლაზე შეზღუდვები მოეხსნათ


ევროკავშირის საბჭო, რომელიც 27 წევრი ქვეყნის მეთაურებისგან შედგება, შეთანხმდა, რომ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, 30 ივნისს სამგზავრო შეზღუდვებს გააუქმებს.

საქართველო მოხვდა იმ “უსაფრთხო ქვეყნების” სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც, 1 ივლისიდან ევროკავშირში შესვლის უფლება აქვთ.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრებისთვის სავალდებულო არ არის და ყოველ ეროვნულ მთავრობას შეუძლია კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნებიდან მომავალ მოგზაურებს შეზღუდვები დაუწესოს.

საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, სიაში ჩართვა ნაცვალგების პირობით უნდა მოხდეს, შესაბამისად - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირიდან მომავალ მოგზაურებს საზღვრები უნდა გაუხსნას.

საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება, რადგან “უსაფრთხოდ” აღიარებულმა ყველა ქვეყანამ, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებული გარკვეულ კრიტერიუმს უნდა უპასუხოს.

რეკომენდაცია თანაბრად ეხება შენგენთან დაკავშირებულ ქვეყნებსაც, ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და შვეიცარიას.

დღეისთვის, საქართველოს არც ერთ უცხო ქვეყანასთან საერთაშორისო მიმოსვლა არ განუახლებია. საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები 31 ივლისამდე გაგრძელდა და გადახედვას ექვემდებარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG