ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში ყველა "არა-აუცილებელი" ფრენა 30 დღით აიკრძალა


ევროკავშირი 30 დღით ყველა "არა-აუცილებელ" ფრენას კრძალავს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს ზომა ეკონომიკურმა ბლოკმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღო.

გამონაკლისი შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, სამედიცინო პერსონალსა და ჯანდაცვის ექსპერტებს.

ამ რადიკალური ზომების მიღების შესახებ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დენ ლეიენმა, გამოაცხადა. მისი თქმით, ამ ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია.

"საჭიროა, რომ მეტი გავაკეთოთ იმ ზეწოლის შესამცირებლად, რაც ახლა ჯანდაცვის სისტემაზე მოდის" - თქვა მან ტელეკონფერენციის დროს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან.

"ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი რაც ზღუდავს სოციალურ ინტერაქციას, ზღუდავს ვირუსის გავრცელებასაც. რაც ნაკლებს ვიმოგზაურებთ, მეტად გავაკონტროლებთ ვირუსს," დაამატა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG