ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: რუსმა სამხედროებმა მოკლეს ადამიანები და გაძარცვეს მშვიდობიანი მოსახლეობა


რუსეთი ახალ სკანდალში ეხვევა, თუმცა კრემლი ბრალდებებს უარყოფს. ამჯერად საქმე ეხება გაეროს მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ძალებთან ერთად ჩაიდინეს განზრახ მკვლელობები, გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და გაძარცვეს ომისგან განადგურებული ქალაქები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები და ახსნილია, რომ რუსმა სამხედროებმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს.

არაერთი დასაბუთებული ბრალდების მიუხედავად კრემლი ბრალდებებს არ იზიარებს. რუსეთში ამბობენ, რომ დოკუმენტი, რომელიც 28 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს, არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

ანგარიშის მიხედვით, რუსმა სამხედროებმა მოკლეს ადამიანები, დაარბიეს და გაძარცვეს, მათ შორის, სკოლები, გაიტაცეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა მოკლვევის პერიოდში „უამრავი ინფორმაცია მიიღეს, რუსი სამხედრო ინსტრუქტორების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, მათ შორის მკვლელობებზე".

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები „ტყუილია“ აქვე პესკოვი განმარტავს, რომ „ რუს სამხედრო მრჩევლებს არ შეეძლოთ და არც მონაწილეობდნენ მკვლელობებსა და ყაჩაღობებში“.

კრემლი აქვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეგიონში რუსეთმა მხოლოდ 532 ინსტრუქტორი გაგზავნა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ რუსი ინსტრუქტორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბძოლო მოქმედებებში.

ადგილობრივი მოსახლეობისა და სადამკვირვებლო მისიების მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ რუსეთს ადგილზე არა 532, არამედ 2100-მდე ინსტრუქტორი ჰყავდა გაგზავნილი. ამ რაოდენობაში დათვლილი არ არიან ის რუსი ინსტრუქტორები, რომლთა ადგილმდებარეობის შესახებ გაეროს წინასწარი დადასტურებული ინფორმაცია ჰქონდა. ასეთი რუსი სამხედროების რაოდენობა 600 შეადგენს.

გაეროს მიერ მომზადებული დასკვნით ირკვევა, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რეგიონში იყვნენ, რეალურად ლიბიაში, სირიაში ან სხვა ქვეყნებში იყვნენ დისლოცირებულები.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არსებული ვითარება დასავლეთის ყურადღების ცენტრშია. გასულ კვირას ამერიკელმა და ფრანგმა დიპლომატებმა ქვეყანაში რუსეთის ქმედებები გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროები ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან ერთად ადამიანის უფლებებლებებს პერმანენტულად არღვევენ.

წლებია, რაც რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას ერთი შეხედვით ღარიბ, თუმცა რესურსებით მდიდარ აფრიკულ ქვეყნებში. რეგიონში ამ მხრივ ვითარებას რუსეთის მოქალაქე ვალერი ზახაროვი განკარგავს, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტ ტუადერას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობას იკავებს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მეთაურმა რუსულ კომპანიებს ოქროსა და ბრილიანტის საბადოების ათვისებით ნებართვები გადასცა. კომპანიები, რომლებიც რეგიონში ოპერირებენ, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან, პუტინის ახლო პარტნიორთან არის დაკავშირებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG