სამშაბათს, უკრაინის პარლამენტმა მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეების დასანიშნად სპეციალური კომისია იქმნება. კანონმდებლებმა თქვეს, რომ კანონპროექტში დასავლელი დონორების რეკომენდაციები გათვალისწინებულია.
კომისია მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციას ამოწმებს. ის აქამდეც მოქმედებდა, თუმცა ამ მისი მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის განჩინებით შეჩერდა.
უკრაინის დასავლელ პარტნიორებს სურდათ, რომ კომისიის ხელახლა შექმნაში მათი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართული, რათა პროცესის გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერება უზრუნველეყოთ. ისინი ითხოვდნენ, მათ წარმომადგენლებს საბჭოში გადამწყვეტი, ვეტოს უფლება ჰქონოდათ იმ კანდიდატების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც შეუფერებლად ჩათვლიდნენ. ეს პუნქტები თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული არ იყო.
მეორე, საბოლო მოსმენის დროს, პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტის შესწორება, რომელიც საკვალიფიკაციო კომისიისთვის შესარჩევი კანდიდატების საკითხზე, საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტ ხმას ანიჭებს.