ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ოლიგარქიული წესრიგის განადგურება" - ზელენსკი ამბობს, რომ მედვედჩუკის საქმე მხოლოდ დასაწისია


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ დაწყებული საქმე „მხოლოდ დასაწყისია“ იმ რამდენიმე ოლიგარქის ძალაუფლების შემცირების მიმართულებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლანდშაფთზე ბატონობდნენ.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი ამბობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში, ოლიგარექბის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანამ პროგრესი განიცადა. ზელენსკიმ მიუთითა სანქციებზე, რომლებიც მისმა ადმინისტრაციამ პრორუს პოლიტიკოსს და ბიზნესმენ მედვეჩუკს თებერვალში დაუწსედა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ბევრი ღონისძიება იქნება იმისთის, რომ უკრაინელი ოლიგარქების სტატუსი, ჩვეულებრივ, დიდ ბიზნესმენამდე არ დავა“ - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზელენსკის თქმით, მედვეჩუკის წინააღმდეგ სახელმწიფოს ქმედებები აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები მედია აქტივებისა და პოლიტიკური დაცვის გარეშე „უკბილონი არიან“.

პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მიიღებს კანონმდებლობას, რომლის მიზანი „ოლიგარქიული წესრიგის განადგურება“ და უფრო სამართლიანი უკრაინის შექმნა იქნება.

სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით მედვედჩუკის სასამართლო პროცესი ივლისში გაიმართება. ის მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG