მოსკოვის პოლიციამ, ონლაინ გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტების სახლები გაჩხრიკა. სამართალდამცავებმა ჩხრეკა, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შესახებ, ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ჩაატარეს. მასალა მინისტრ ვლადიმირ კოლოკელცევის და მისი ნათესავების ქონების შესახებაა მომზადებული.
„პროექტი“ ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხის საშუალებით ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, 29 ივნისს პოლიციამ გამოცემის მთავარი რედაქტორის და მისი კოლეგის სახლები გაჩხრიკა.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ასევე დააკავა მთავარი რედაქტორის მოადგილზე და წაიყვანა მისი მშობლების სახლში, რომელიც ასევე გაჩხრიკეს.
სამართალდამცავებს ჩხრეკის მიზეზები არ განუმარტავთ.
გამოცემის მიხედვით, ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც „პროექტმა“ შინაგან სამქეთა მინისტრის, მისი ვაჟისა და სხვა ნათესავების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. გამოძიება საუბრობს ბიზნესმენებთან, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და რუსეთის ოფიციალურ პირებთან კავშირებზე.
მინისტრი კოლოკოლცევი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
ონლაინ გამოცემამ მასალა ვებგვერდზე 29 ივნისს გამოაქვეყნა. მაგრამ, ვიზიტორების მაღალი რაოდენობის გამო, საიტზე წვდომა შეფერხებულია. ანგარიში ასევე ხელმისაწვდომია გამოცემის „იუთუბის“ არხზე.
მანამდე, გამოცემა აცხადებთა, რომ რამზან კადიროვის შესახებ მომზადებული საგამოძიებო მასალის შემდეგ, ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.