ბელარუსულმა წამყვანმა დამოუკიდებელმა ონლაინ გამოცემამ "ტუტ-ბაი" (Tut.by) განაცხადა, რომ უკანასკნელი 18 თვის მასალების არქივს საიტიდან მოხსნის, რათა მათი თანამშრომლების და მკითხველის უსაფრთხოება დაიცვას. ეს იმ ფონზე, როცა ბელარუსის რეჟიმი ჟურნალისტებზე და ოპოზიციურ აქტივისტებზე ზეწოლას განაგრძობს.
ვებ-გვერდის რედაქტორებმა, ეს ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ ცდილობენ მათი ჟურნალსიტებს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა თავიდან აირიდონ. საიტის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო „ექსტრემიზმის“ ხელშეწყობის ბრალდებით. ინტერნეტ-გამოცემა ამბობს, რომ არქივი დროებით დაფარეს.
გასულ თვეში, ონლაინ გამოცემის 15 ჟურნალისტი დააკავეს, საიტი დაბლოკეს და კომპანიის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მას შემდეგ რაც რედაქტორების წინააღმდეგ გადასახადების დაფარვის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ივნისის შუა რიცხვებში, შინაგან საქმეთა სამინიტრომ მოითხოვა, რომ სასამართლომ ახალი ამბების ვებ-გვერდი და მისი სოციალური მედიის გვერდები „ექსტრემისტულად“ მიიჩნიოს.
გადაწყვეტილება 24 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოსმენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა ინციდენტს, როცა ბელარუსმა „რაინეარის“ თვითმფრინავი ბელარუსის ტერიტორიაზე იძულებით დასვა და ბორტიდან ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტი 26 წლის რომან პრატასევიჩი გაიტაცა. ამ დრომდე, დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმს ჟურნალისტი არ გაუთავისუფლებია. ის გასულ კვირას შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ოპოზიციის წევრებზე, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გაიზარდა. დემონსტრანტები 2020 წლის აგვისტოს შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ, რომელიც უკვე 27 წელია ხელისუფლებაში იმყოფება.
ლუკაშენკოს მთავრობამ ათასობით დემონსტრანტი დააკავა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზეც. დასავლეთის ქვეყნების საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მის შედეგებს არ ცნობენ. ამ დრომდე ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.
Facebook Forum