ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ახალი სანქციები ბელარუსს


მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მინსკმა „რაინეარის“ თვითმფრინავი იძულებით დასვა და ბორტიდან ჟურნალისტი გაიტაცა, ევროკავშირი ლუკაშენკოს რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, სანქციები დღეს დამტკიცდება და ის ბელარუსის 86 ფიზიკურ პირზე გავრცელდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ახალი სანქციები, რომლებიც სავარაუდოდ დღეს დამტკიცდება, მიცავს 86 ფიზიკური პირისთვის აქტივების გაყინვას დასავლეთში და მგზავრობის აკრძალვას. სანქციები შეეხება ტრანსპორტის, თავდაცვისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროს თანამშრომლებს.

„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საქციების ახალ პაკეტს, რომელიც შეეხება 86 ადამიანს,“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმღვანელმა ჯოზეფ ბორელმა.

გასული თვის ბოლოს, ბელარუსმა „რაინეარის“ თვითმფრინავი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, ბელარუსის ტერიტორიაზე იძულებით დასვა და ბორტიდან ლუკაშენკოს კრიტიკოსი და ჟურნალისტი 26 წლის რომან პროტასევიჩი გაიტაცა. მალევე ცნობილი გახდა, რომ პროტასევიჩი დააკავეს, რადგან მასზე ბელარუსში ძებნა იყო გამოცხადებული. დასავლეთის დაუყონებლივი რეაქციის მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმმა ჟურნალსიტი არ გაათავისუფლა.

მოგვიანებით ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე გამოჩნდა, სადაც თქვა, რომ დამნაშავეა და ის თავს კარგად გრძნობს. "ჩემს თავს ყველაფერი კარგადაა. არავის ვუცემივარ, არავინ შემხებია“, - თქვა პროტასევიჩმა პრესკონფერენციაზე. „მე მესმის, რა ზიანიც მივაყენე არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ქვეყანასაც. ახლა მინდა ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია, რომ სიტუაცია შევცვალო“ - თქვა მან.

პრესკონფერენციაზე პრატასევიჩი ოთხ ოფიციალურ პირთან ერთად იყო, რომლებიც ფორმაში იყვნენ წარმოდგენილნი. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრატასევიჩის გამოსვლა მასზე ზეწოლის შედეგია.

უახლოეს პერიოდში ევროკავშირში განიხილავენ დამატებითი სანქციების პაკეტსაც, რომელიც შეეხება ბელარუსის საფინანსო, ნავთობის და თამბაქოს სფეროებს. ბლოკში აქვე განმარტავენ, რომ სანქციები მიმართული არ არის მოსახლეობისადმი და მისი მიზანი პასუხისმგებელ პირებზე „დარტყმის“ განხორციელებაა.

ალექსანდრ ლუკაშენკო 27 წელია ხელისუფლებაში იმყოფება. გასული წლის აგვისტოდან, მაშინ როცა არჩევნები გაყალბდა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. დაკავებულია ასობით ადამიანი, ქვეყნიდან გაქცეულია ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი, მოკლულია რამდენიმე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სისტემურად ხორციელდება ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა ქვეყანაში, ბელარუსში საპროტესტო მუხტი დღემდე არ წყდება.

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელ კონგრესმენებს დახმარებისკენ და ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხონუსკაიამ. ის ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს ევროპაში „ჩრდილოეთ კორეის“ შექმნა სურს. ამერიკელი კანონმდებლები უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ სანქციების ახალ პაკეტზე, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG