ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრენას გეგმავს 


„ამაზონის“ დამფუძნებელი და მილიარდერი ჯეფ ბეზოსი მომავალ თვეს კოსმოსში მოგზაურობას გეგმავს. მილიარდერმა საზოგადოებას საკუთარი ამბიციური გეგმები ინსტაგრამზე გაუმხილა და თქვა, რომ კოსმოსში მოგზაურობას მისივე კომპანია “ბლუ ორიჯინ“ უზრუნველყოფს. ასრებული ინფორმაციით, მოგზაურობა სტარტს 20 ივლისს აიღებს.

მილიარდელი ამბობს, კოსმოსში მოგზაურობას 5 წლის ასაკიდან ოცნებობს.

მოგზაურობის დაწყებამდე 15 დღის ადრე, ბეზოსი "ამაზონის" ხელმძღვანელის თანამდებობას დროებით დატოვებს და კომპანიას მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდება.

ბეზოსი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, პირველი იქნება, ვინც კოსმოსში საკუთარი კომპანიის რაკეტით იმოგზაურებს. ის პირველი იქნება იმ მილიარდელებთა შორისაც, რომლებიც ბოლო წლებია დიდ ფულს დებენ სარაკეტო სტარტაპებში. მათ შორის არიან ელონ მასკი და რიჩარდ ბრანსონი.

ბეზოსის კომპანია „ბლუ ორიჯინმა“ 15 საცდელი ფრენა უკვე შეასრულა კოსმოსში, თუმცა არც ერთ ხომალდში ტესტირების დროს მგზავრი არ იმყოფებოდა.

კომპანიამ კოსმოსში მოგზაურობის მსურველებისთვის აუქციონი გამართა. მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ აუქციონში 136 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას და ბილეთში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა 2,8 მილიონი ამერიკული დოლარი იყო.

ხომალდი, რომლითაც ბესოზი ძმასთან ერთად იმოგზაურებს, 6 ადამიანზეა გათვლილი. კაფსულაში დამონტაჟებულია 6 ფანჯარა, რომელიც სტუმრებს კოსმიური ხედებით დატკბობის საშუალებას მისცემს. კაფსულა "ბოინგ 747" თვითმფრინავზე გრძელია. ხომალდს აქვს ფუნქცია, რომ მგზავრები დადამიწიდან 100 კილომეტრზე გადაიყვანოს. ეს სუბორბიტულ სივრცეზე, სადაც უწონადობაა. ხომალდის კაფსულა დედამიწაზე პარაშუტით დაეშვება.

ფრენის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG