ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ ნებისმიერ “არალეგალურ” ამერიკულ სანქციას საპასუხო რეაქცია მოჰყვება


ხუთშაბათს, კრემლში განაცხადეს, რომ ნებისმიერი “არალეგალურ” სანქციას, რომელსაც ამერიკა რუსეთს დაუწესებს, მოჰყვება მათი საპასუხო რეაქცია. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი ქმედება უფრო დაძაბავს სიტუაციას ორ ქვეყანას შორის და შეამცირებს ბაიდენი-პუტინის სამიტის ჩატარების შანსებს.

სააგენტო “როიტერმა” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს, ამერიკა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს. მიზეზი რუსეთის მხრიდან, ამერიკის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და ამერიკულ საიტებზე კიბერთავდასხმაა.

კრემლი უარყოფს ამერიკის ბრალდებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ასევე, უარყოფენ რაიმე ტიპის კიბერთავდასხმაში მონაწილეობას.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უფრო ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ამერიკის მოქმედებებს დააკვირდება და ნახავს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მან ასევე განმარტა, რომ კრემლის მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა.

“ჩვენ ვგმობთ სანქციების დაწესების ნებისმიერ მცდელობას და განვიხილავთ მათ, როგორც არალეგალურს”, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთს არასდროს სურდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობა განვითარებულიყო “ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან პრინციპით”,- თქვა პესკოვმა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტებს, ბაიდენსა და პუტინს შორის მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტებმა იარაღის კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი "სტარტის" შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

სატელეფონო საუბარი ისეთ მწვავე თემებსაც შეეხო, როგორიცაა კიბერთავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გართულებული მდგომარეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG