თურქეთის კონკურენციის საბჭომ განაცხადა, რომ „გუგლი“ დააჯარიმა. სანქციის მიზეზად ანაკარა კომპანიის მიერ დომინანტური როლის ბოროტად გამოყენებას ასახელებს, როცა საქმე ონლაინ საძიებელი სისტემის მომსახურებას ეხება. ჯარიმის ოდენობა 296 მილიონი ლირაა, რაც დაახლოებით 36,5 მილიონი ამერიკული დოლარია.
საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გუგლი“ საძიებო სისტემის მანიპულირებით, საკუთარ კომპანიებს ან მათთან დაკავშირებულ მომსახურებას აწინაურებდა და ამით კონკურენტებს ზიანს აყენებდა.
ჯარიმასთან ერთად, „გუგლს“ დაეკისრა მომდევნო 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ის, რომ ადგილობრივი კონკურენტები არ ზარალდებიან. კომპანიას ასევე მოეთხოვება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ყოველ წელს საბჭოს ანგარიში წარუდგინოს, რომ დღეს დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად სრულდება.
Facebook Forum