ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენედი, ხრუშოვი და „სუკი“ - ბირთვული აპოკალიფსის საფრთხე მაშინ და ახლა


“To those who had the courage to step back” „მათ, ვინც გაბედა უკან დაეხია“ - ასეთია ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინული კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგიი პლოხის წიგნის მიძღვნა.

„ბირთვული სისულელე: კუბის ქობინთა კრიზისის ისტორია“ - მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ორიოდ დღის წინ გახდა, თუმცა მის შესახებ უკვე მსჯელობენ გავლენიანი ანალიტიკური, სამცენიერო წრეების წარმომადგენლები. ცივი ომის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩვენი დროის სამყაროს კვლავ შეუძლია ისწავლოს გაკვეთილები კრზისიდან, როცა მსოფლიო ატომური ისტორიის მეხსიერებაში, ბირთვულ არმაგედონთან ყველაზე ახლოს იყო.

„დღევანდელი მსოფლიო ლიდერები უარს ამბობენ განიარაღების ხელშეკრულებებზე, აშენებენ ბირთვულ არსენალებს და ქმნიან ბირთვული დარტყმების საფრთხეებს. ამ ახალ ატომურ ეპოქაში, უნდა ვისწავლოთ ცივი ომის ყველაზე საშიში მომენტის, „კუბის ქობინთა კრიზისის“ გაკვეთილები“ - ფიქრობს პროფესორი პლოხი.

სერგიი პლოხი, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო. წიგნზე მუშაობისას, პლოხი საბჭოთა საარქივო მასალებს, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დოკუმენტებს დაეყრდნო, რომლებიც წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ასევე, თეთრი სახლის ჩანაწერებს.

„ყველა საარქივო დოკუმენტი, რომელიც შევისწავლე, საშუალებას გვაძლევს კრიზისს საბჭოთა მხრიდან შევხედოთ. ეს თავისთავად საინტრესოა და ამმხრივ კირიზისი ნაკლებადაა გაზრებული. დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, როგორ ჩავიდა კუბაზე 43 000 ჯარისკაცი, პლუს ბალისტიკური რაკეტები და ტაქტიკური ბირთვული იარაღი ისე, რომ ამერიკული დაზვერვის ყურადღების მიღმა დარჩა. უდავოდ, ეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადაზვერვო ჩავარდნა იყო. „სუკის“ დოკუმენტები ზუსტად აღწერს, თუ როგორ განხორციელდა ეს ყველაფერი“ - აცხადებს პლოხი.

მაგრამ, რით შეიძლება აიხსნას ხრუშოვის რისკი, განეთავსებინა ბირთვული ქობინები კუბაში? პულიცერის მფლობელ ავტორს, უილიამ ტაუბმანს ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება აქვს. ტაუბმანი, რამდენიმე გავრცელებულ მოსაზრებასთან ერთად, როგორიცაა მაგალითად კუბის დაცვა ამერიკის სრული შეჭრისგან, ხრუშოვის ბიოგრაფიულ კონტექტსზე საუბრობს.

„ის მიცირედ განათლებული ადამიანი იყო, მხოლოდ ორი-სამი წლის ფორმალური განათლება ჰქონდა. მართალია ჭკვიანი იყო, მაგრამ ამასთან ერთად საშინლად გაუთლელი. ის გადაურჩა სტალინს და შეძლო მისი მემკვიდრე გამხდარიყო. თავდაპირველად ხრუშოვი თამაშობდა თავისი „უბრალო გლეხის“ იმიჯით, თუმცა როცა კავშირის მართვის სადავეები ხელში აიღო, სრულიად არ იყო მზად ამ ტრანსკონტინენტური იმპერიის მართვისთვის. ამრიგად, 1962 წლისთვის, გასაკვირი არ იყო, რომ მას საგარეო პოლიტიკასთან ერთად, რიგი საშინაო პრობლემები შეექმნა - ეკონომიკის ზრდა შენელდა, სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდიდა, ინტელიგეცია გაუცხოვდა, კრემლი მასში დაეჭვდა. ასე რომ, ვფიქრობ, მან კუბაზე რაკეტები ერგვარ ხსნად დაინახა. ვფიქრობ, მისი ზარით, ეს საბჭოთა ადამიანებს საკუთარი პრობლემბის მიღმა გაახედებდა. თუმცა, ირონია ისაა, რომ ეს ასე სულაც არ მოხდა. ორ წელში, ის საბჭოთა ლიდერის თანამდებობიდან, სრულიად უცერემონიოდ განიდევნა“ - ამბობს უილიამ ტაუბმანი.

რას ნიშნავს წარსულის ეს გამოცდილება თანამედროვე მსოფლიოსთვის? როგორი უნდა იყოს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად დღევანდელი მოქმედებები, წარსული გამოცდლების გათვალისწინებით?

“ზოგიერთი დამკვირვებელი ირწმუნება, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული მიმდინარე დაძაბულობა საშიშია, რადგან შესაძლოა ეს დაძაბულობა ბირთვულ არმაგედონამდე მივიდეს. ნიშნავს ეს იმას, რომ შეერთებულ შტატებს არ უნდა ჰქონდეს საპასუხო ნაბიჯებები, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ კრემლის აგრესიაზე, ან ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე?“ - „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონ ჰერბსტის ამ კითხვაზე პასუხად, თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილი ასისტენტი, დებრა კაგანი ამბობს, „რა თქმა უნდა, არა“.

„ვფირქობ, ჩვენ წინაშე არსებული ფაქტებით, ბოლო დეკადების ისტორიით, „ბირთვული არმაგედონის“ შესახებ კონცეფცია არ დასტურდება. შესაძლოა ადამიანთა ნაწილს ამის დაჯერება არ სურს, მაგრამ ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ შეკავება ისევ მუშაობს. ბურთვული იარაღის მფლობელი ქვეყნები ხვდებიან, რომ დაუფიქრებელი მოქმედებებები ცუდ შედეგებამდე მიიყვანთ. ვფიქრობ, ამას აცნობიერებს ირანი. კიმ ჩენ ინიც კი, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელ ლიდერთა შორის, ალბათ ყველაზე არასტაბილურია, აცნობიერებს რომ თუკი სულელურ ნაბიჯს გადადგამდა, ამით სავალალო შედეგს მიიღებდა. ასე რომ, მიუხედავად ბევრის მტკიცებისა, მჯერა, რომ „ბირთვული არმაგედონი“ ჰორიზონტზე არ ჩანს.“ - აცხადებს კაგანი.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მოსკოვთან ურთიერთობა, ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ, კარგი იდეაა. ანალიტიკოსები ახლა სვამენ კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებებში ჩინეთის ფაქტორი, თავდაცვის ხარჯების ზრდისა და ბირთვული იარაღის განვითარების მხრივ პროგრესის გათვალისწინებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG