ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დეზინფორმაცია და ვაქცინის დიპლომატია - ფაქტჩეკი


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რამდენიმე დღის წინ, რუსულ გამოცემა „კომესარნტს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. საგაზეთო მასალა დიდ ყურადღებას უთმობდა ამერიკულ - რუსულ ურთიერთობებს.

ინტერვიუ მოიცავს თემებს, როგორიცაა მოსკოვის დაპირისპირება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან; „სოლარუინდის“ ჰაკერული თავდასხმა, რომელთან კავშირსაც მოსკოვი უარყოფს: აშშ-ის გადაწყვეტილება, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიაში ატომური ბომების ჩამოყრის შესახებ; ასევე, ინტერვიუ კვლავ იმეორებს უსაფუძვლო ბრალდებას, თითქოს საზღვარგარეთ, აშშ-ის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიები ბიოლოგიურ იარაღს ქმნის.

პატრუშევს ასევე ჰკითხეს რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ, რომლის მიხედვით იანვარში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 200 000-ს გადააჭარბა. ეს ორჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რომლის შესახებაც მთავრობის კორონავირუსის წინააღმდეგ მომუშავე ჯგუფი საუბრობდა.


პატრუშევი აცხადებს, რომ არ არსებობს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის უნდობლობის მიზეზი. მასთან, მან ნათლად არ თქვა, მიიჩნევს თუ არა ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის მონაცემებს ოფიციალურად.

ყოფილი FSB-ს, ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანმა, ეს კითხვა აშშ-ზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

„მართლაც, ჩვენ არ ვიყავით მოვლენების [პანდემიის] ასე სწრაფად განვითარებისთვის - არავინ იყო მზად, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ახლა ჩვენ აქტიურად ვეხმარებით სხვებს, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რომელიც ეგოისტია“ - ამბობს პატრუშევი.

მტკიცება, რომ ამერიკა არ ეხმარება სხვა ქვეყნებს, შეცდომაში შემყვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ნამდვილად გააკრიტიკეს ვაქცინის პოლიტიკის გამო, მართალია ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა გადადგა ნაბიჯები, რომლითაც პანდემიასთან ბრძოლაში სხვებს დაეხმარა.

იანვარში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველ სამუშაო დღესვე, მისმა ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმი გამოსცა, რომელის კოვიდ-19-ზე საერთაშორისო რეაგირებაში აშშ-ის გაძლიერებაზე საუბრობს.

დოკუმენტი ამბობდა, რომ აშშ შეუერთდებოდა ვაქცინების მიწოდების მრავალმხრივ ოპერაციას, რომელიც ვაქცინის გლობალური წვდომის, „კოვაქსის“ სახელითაა ცნობილი. ვაშინგტონმა "კოვაქსს" 5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აღუთქვა. ადმინისტრაციამ ასევე დაიწყო ვაქცინების მარაგის გაჩუქების დაგეგმვა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებს თავისთვის საკმარისი მარაგი ექნება.

„კოვაქსი“ გლობალური ინიციატივაა, რომელიც ცოვიდ-19-ის ვაქცინაზე, სამართლიანი ხელმისაწვდომობის შექმნას ისახავს მიზნად. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკვე 2 მილიარდი დოლარი შეიტანა „GAVI”-ში, ვაქცინიც ალიანსში, რომელიც „კოვაქსის“ ერთ-ერთი აღმასრულებელია.

USAID აცხადებს, რომ მისი წვლილი მიზნად ისახავს 92 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნისთვის, კოვიდ 19-ის ვაქცინის შეძენას და მიწოდებას. ბაიდენმა დამატებით, 2021-2022 წლებში, 2 მილიარდი დოლარის შენატანის შესახებ გააკეთა განცხადება.

„ეს კონტრიბუცია ხელს შეუწყობს, მსოფლიოს ყველაზე დაუცველი და რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის, მათ შორის პირველი რიგის ჯანდაცვის მუსაკებისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინებზე წვდომას“ - განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.

USAID-მა ასევე ხაზი გაუსვა მის როლს, „პანდემიის მეორადი ეფექტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.

მარტში, თეთრმა სახლმა ავსტრალიას, ინდოეთს, იაპონიასა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და "კოვაქსთან" თანამშრომლობით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვაქცინაციაში დახმარებას გულისხმობს.

ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ინდოეთში კოვიდ-19-ის ვაქცინების წარმოების გაფართოებაა. აღებული ვალდებულებით, ის "2022 წლის ბოლოსთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებს და სხვებს, ვაქცინების მილიარდ დოზას მიაწვდის“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 12 მარტს.

აშშ ასევე გეგმავს, "ოქსფორდ-ასტრაზენეკას" ვაქცინის 2.5 მილიონი დოზა მექსიკას, 1.5 მილიონი კი კანადას მიაწოდოს.

მიუხედავად ამისა, აშშ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ აწვდის ვაქცინას განვითარებად ქვეყნებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ მთავარ პრიორიტეტად თავად აშშ-ის ვაქცინაცია რჩება. მარტში, Axios-მა განაცხადა, რომ ამერიკამ მსოფლიოს ვაქცინების მარაგის 27% აწარმოა და სხვა ქვეყნებისთვის არ მიუწოდებია.

აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები ასევე გააკრიტიკეს, ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე, ვაქცინების შეძენის გამო.

„სახალხო ვაქცინის ალიანსის“ თანახმად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციებს: საერთაშორისო ამნისტია, Frontline AIDS, Global Justice Now და Oxfam, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, „მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს წარმოადგენენ, ყველაზე პერსპექტიული ვაქცინების 53% შეიძინეს.“

ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრაზენეკას" ვაქცინის 4 მილიონი დოზა, რომელსაც აშშ კანადასა და მექსიკას დაჰპირდა, გამოყენებისთვის ამერიკაში დამტკიცებული აქამდე არ არის. საკვებისა და მედიკავენტების ადმინისტრაციას მისთვის საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე გამოყენების უფლება ჯერ არ დაუმტკიცებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრესიუსმა თქვა, რომ ე.წ. ვაქცინის ნაციონალიზმის გამო, მდიდარი ქვეყნების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, ღარიბ ქვეყნებში კოვიდ-19-ის გამო სიკვდილი.

შეერთებული შტატები თავის მიდგომას იცავს იმის აღნიშვნით, რომ მას მსოფლიოში ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - 7 აპრილის ონაცემებით, 30 662 171 ინფიცირებული და 555 231 გარდაცვლილი.

ამ ფონზე, ჟენევაში დაფუძნებული გლობალური ჯანდაცვის პლატფორმის, Health Policy Watch - ის მიხედვით, ჩინეთმა ვაქცინით დახმარება 53 განვითარებად ქვეყანას შესთავაზა და 22 ქვეყანაში თავისი ვაქცინების ექსპორტი განახორციელა, ხოლო რუსული "სპუტნიკ-ვი" 37 ქვეყანაშია რეგისტრირებული.

Health Policy Watch აღნიშნავს, რომ დასავლური ვაქცინები, მათ შორის „პფაიზერ-ბიონტექი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა-ოქსფორდი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“, ფართოდ ხელმისაწვდომი ძირითადად „მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების შერჩეული ჯგუფებისთვისაა“ - ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.

მიუხედავად ამისა, ქვეყნები, რომლებიც საქველმოქმედო ვაქცინის დიპლომატიით გაიმოირჩევიან, გარკვეული კრიტიკის სამიზნე ხდებიან.

სლოვაკეთის წამლის მარეგულირებელი, ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც რუსეთის "სპუტნიკ-ვი" ვაქცინა შეუკვეთა, ამტკიცებს, რომ იმპორტირებულ დოზებს „არ ჰქონდა იგივე მახასიათებლები და თვისებები“, როგორიც რუსული ვაქცინის იმ ვერსიას, რომელიც სამეციერო ჟურნალ „ლანცეტში“ განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.

საპასუხოდ, რუსეთმა სლოვაკეთის წამლის ადმინისტრაციას საბოტაჟში დასდო ბრალი.

„სი-ენ-ენის“ ცნობით, კვლევით ცენტრ „პიუს“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, ამერიკელ ზრდასრულთა ორი მესამედი მხარს უჭერს ვაქცინის საჭირო დოზებზე, პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის იდეას.

მასლა თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.polygraph.info

Facebook Forum

XS
SM
MD
LG