ბოლო კვირებში, აშშ-ში ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო იზრდება. ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა შტატების მთავრობებს მოუწოდა უზრუნველყონ, რომ პირველ მაისამდე ყველა ზრდასრულ ამერიკელს შესაძლებლობა ჰქონდეს ვაქცინა მიიღოს.
ასე პრეზიდენტი ბაიდენი იმედოვნებს, რომ 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკელები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნას შეძლებენ. პარალერულად ქვეყანაში ვაქცინაციის შესახებ კამპანია უფრო მასშტაბური ხდება. ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „პიუს“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, ვაქცინაციის მიმართ, ამერიკელების დამოკიდებულების შესახებ.
1.
თებერვლის შუა რიცხვებში, 10 ამერიკელიდან დაახლოებით 7 აცხადებდა, რომ აუცლიბელად, ან სავარაუდოდ მიიღებდა კოვიდ-19-ის ვაქცინას.მათ შორის 19% აცხადებდა, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.
2020 წლის მაისში, ანალიტიკურ ცენტრ „პიუს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ამერიკელთა 72% მზად იყო მიეღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როცა ის ხელმისაწვდომი იქნებოდა. მომდევნო თვეების განმავლობაში ადამიანთა განწყობები უფრო მერყევი გახდა. გასული წლის სექტემბერში, ვაქცინი გაკეთების შესახებ მზადყოფნას გამოკითხულ ამერიკელთა 51% გამოთქვამდა. ნოემბერში ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა - ცოტა ხნით ადრე იქამდე, ვიდრე აშშ გადაუდებელი მოხმარებისთვის პირველ ვაქცინას დაამტკიცებდა.
კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ იმ ამერიკელთა წილის ზრდა, რომელებიც მზად არიან მიიღონ ვაქცინა, ან უკვე გაიკეთეს მინიმუმ ერთი დოზა, ემთხვევა მტთავორბის ოფიციალურ მონაცამებს, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციის მსურველთა და უკვე ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი სტაბილურად იზრდება.
2.
65 წლის და მეტი ასაკის ამერიკელები უფრო ხშირად ამბობენ, რომ მიიღებენ ვაქცინას, ან უკვე მიიღეს, ვიდრე ახალგაზრდები - თებერვლის შუა რიცხვებში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, აცხადებს „პიუ“.
დროის ამავე მონაკვეთში ჩატარებული კვლევისას, 65 წელზე მეტი ასაკის ამერიკელთა 85%-მა თქვა, რომ აუცილებლად, ან სავარაუდოდ, მიიღებს ვაქცინას. მათგან 45%-მა განაცხადა, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს.
ამ ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ვინც აცხადებდა, რომ ვაქცინა უკვე მიიღო, განსხვავებაა დემოგრაფიულ ჯგუფებში. მაგალითად, 10-დან 6 მაღალი შემოსავლის მქონე ამერიკელი აცხადებდა, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს - 57%. საშუალო სემოსავლის ამერიკელთა შორის ეს მაჩვენებლეი 42%-ია. დაბალი შემოსავლის მქონეთა შორის კი 24%.
აშშ-ის დაავეადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევები აჩვენებს, რომ ხანდაზნმული ადამიანები უფრო მაღალის რისკის ჯგუფში არიან, ვიდრე ახალგაზრდები.„CDC”-ის რეკომენდაციით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის სწორედ ასაკოვანი ადამიანები შედიან.
3.
უფრო მეტი დემოკრატი ამბობს, რომ ვაქცინას მიიღებს, ან უკვე გაიკეთა, ვიდრე რესპუბლიკელი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ მხრივ, პარტიებს შორის სხვაობა სულ უფრო გაიზარდა.
დაახლოებით, 10-დან 8 დემოკრატი, ან დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა 83%-მა განაცხადა, რომ ვაქცინას აუცილებლად მიიღებს, ან მინიმუმ ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს.
გაცილებით ნაკლებია იმ რესპუბლიკელთა, ან რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა, ვინც იმავეს აცხადებს - 56%.
პანდემიის განმავლობაში, რესპუბლიკელები დემოკრატებზე ნაკლებად ხედავენ კორონავირუსის გავრცელებას, როგორც საზოჰგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ საფრთხეს. 2021 წლის თებერვალში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მტავარ საფრთხედ კორონავირუსი რესპუბლიკელთა 41%-ს მიაჩნდა. დემოკრატებში ეს მაჩვენებელი 82% იყო.
4.
რელიგიური ჯგუფები
10-დან 9 ათეისტი აცხადებს, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს, ან უკვე გაიკეთა. აგნოსტიკებს შორის იმავეს 80% ამბობს, კათოლიკეთა შორის 77%. ეს მაჩვენებლები შედარებით დაბალია შავკანიან პროტესტანტებს შორის - 64% და კიდევ უფრო დაბალი თეთრკანიან ევანგელისტებს შორის - 54%. თეთღკანიან ევანგელისტთა 45% ამბობს, რომ დანამდვილებით, ან სავარაუდოდ, არ გაიკეთებს ვაქცინას.
ხშირად, რელიგიური კუთვნილება კოლერაციაშია პარტიულ კუთვნილებასთან. მაგრამ, რესპუბლიკელებშიც კი, ვაქცინის გაკეთების სესახებ მზადყოფნას ყველაზე ნაკლებად სწორედ თეთრკანიანი ევანგელისტი პროტესტანტები გამოთქვამენ.
5.
სხვა რასობრივ ან ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, ვაქცინის მიღების შესახებ მზადყოფნას ყველაზე ნაკლებად შავკანიანი ამერიკელები გამოთქვამენ.
თებერვალში ჩატარებული კვლევის დროს, 10 - დან დაახლოებით 6 ამერიკელი შავკანიანი აცხადებდა, რომ ვაქცინას მიიღებს, ან უკვე მიიღო ინიმუმ ერთი დოზა. მათი რაოდენობა პროცენტულად 61% - ია. გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 42% იყო.
მაგრამ, შავკანიან ამერიკელთა წილი, სხვა რასობრივ ან ეთნიკურ ჯგუფებში, ვინც მზადაა მიიღოს ვაქცინა, მაინც ნაკლებია. აზეიელ ამერიკელთა 91%, ესპანური წარმოშობის მოსახლეთა 70% და თეთრკანიან მოსახლეთა 69% ამბობს, რომ ვაქცინასმიიღებს.
6.
ვაქცინის მიღების შესახებ საზოგადოებრივ აზრს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მეტწილად ვაქცინის კვლევისა და განვითარების პროცესის მიმართ ნდობა განაპირობებს.
დემოგრაფიული განსხვავებების გარდა, ვაქცინის მიეღისთვის მზადყოფნას, მისი კვლევისა და განვითარებისადმი ნდობაც განაპირობებს. თებერვალში, იმ ადამიანთა 96%, ვინც ვაქცინის კვლევისა და განვითარების პროცესისადმი ნდობას გამოხატავდა, ასევე მზად იყო, მიეღო ვაქცინა. ვაქცინის მიღების შესახებ მზადყოფნას გამოთქვამდა იმ ადამიანთა 21%-ის, ვისაც მისი კვლევისა და განვითარების პროცესის მიმართ სრული ნდობა არ აქვს.
39 პროცენტული მაჩვენებლით მეტია ვაქცინის მიღების მსურველთა შორის იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ყოველწლიურად იკეთებს გრიპის ვაქცინას, განსვხვებით იმ ადამიანთაგან, ვიც გრიპზე არ იცრება.
7.
გვერდითი მოვლენები და კვლევისა და განვითარების სიჩქარის პროცესის სიჩქარე - ეს ორი რამ განსაზღვრავს იმ ადამიანთა პოზიციას, ვინც გეგმავს უარი თქვას ვაქცინის მიღებაზე.
მათ შორის, ვინც თებერვალში ჩატარებული კვლევის დროს დანამდვილებით განაცხადა ვაქცინის მიეღაბზე უარი, 72% ამბობს, რომ ამის მიზეზი შესაძლო გვერდითი მოვლენებია. 67% კი მიზეზად, ვაქცინის განვითარების პროცესის სიჩქარეს ასახელებს. 10-დან 6 გამოკითხულმა თქვა, რომ ისურვებდნენ მეტი სცოდნოდათ იმის სესახებ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა. 42% ფიქრობს, რომ კოვიდ019-ის ვაქცინა საერთოდ არ არის საჭირო. 36% კი აცხადებს, რომ ისინი ზოგადად უარს ამბობენ ვაქცინის მიღებაზე.
8.
ამერიკელთა დაახლოებით ¾ ხედავს კავშირს ვაქცინაციასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას შორის.
გამოკითხვაში მონაწილე ზრდასრულ ამერიკელთა 51% მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 25% მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია ეკონომიკას „ოდნავ“ დაეხმარება. 22%-ს მიაჩნია, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია, ეკონომიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.
9.
დაახლოებით, 10-დან 6 ამერიკელი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება, ვაქცინაციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 58%. ზრდასრულთა 32% ამბობს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება, ვერ ცვლის მათ დამოკიდებულებას ვაქცინაციის მნიშვნელობის მიმართ. 8% კი მიიჩნევს, რომ ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე, ვაქცინაცია კიდევ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.
10.
ამერიკელთა უმრავლესობას სწამს, რომ ვაქცინის განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებამდე, პრიორიტეტული უნდა იყოს ვაქცინაზე ამერიკელების წვდომა.
ზრდასრულდა დაახლოებით მესამედი - 66% აცხადებს, რომ აშშ-მაუნდა უზრუნველყოს ქვეყანაში საკმარისი ვაქცინის არსებობა მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ განვითარებად ქვეყნებს მისი უფრო მეტი ხნით ლოდინი მოუწევს. 10-დან სამი ამერიკელი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა, უნდა უზრუნველყოს განვითრებადი ქვეყნებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ვაქცინის ლოდინი უფრო მეტ ხან იქნება საჭირო.
Facebook Forum