ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აშშ-ს მოწინააღმდეგეს უწოდებს და აფრთხილებს


„საკუთარი სიკეთისთვის“, რუსეთი ამერიკულ სამხედრო გემებს ყირიმისგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდებს, თავად აშშ-ს კი მოწინააღმდეგეს უწოდებს. მოსკოვი აცხადებს, რომ პროვოკაცია მიზნად რუსეთის ნერვების გამოცდას ისახავს.

„აშშ ჩვენი მოწინააღმდეგეა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის პოზიციებს ძირი გამოუთხაროს“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. სერგეი რიაბკოვის ამ განცხადებას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ეს განცხედება, მოსკოვის ჩვეული განცხადებებისგან გასხვავდება. ოფიციალური მოსკოვი, აშშ-ს ხშირად „პარტნიორად“ მოიხსენიებდა.

2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მიმდინარე კვირაში კი ორი ამერიკული სამხედრო გემი შავ ზღვაში უნდა შევიდეს. ეს ყველაფერი აღმოსავლეთ უკრაინაში ვიტარების ესკალაციის ფონზე ხდება. სამთავრობო ძალების, რუსეთის მიხერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლას, აღმოსავლეთ უკრაინაში 14 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე, 13 აპრილს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით და უკრაინაში სიტუაციის ესკალაციით. არსებობს ძალიან სანდო და ნათელი ანგარიშები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ყირიმის ტერიტორიაზე და უკრაინის საზღვართან გადაადგილებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ ქმედებას, რუსული პროვოკაციების ფონზე.

რუსეთს დეზინფორმაციის აშკარა კამპანია ჰქონდა წამოწყებული, რათა უკრაინისთვის დაებრალებინა ის, რაც თავად კრემლის ქმედება იყო“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მარტში, რუსეთმა შეერთებული შტატებიდან მისი ელჩი გამოიძახა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ინტერვიუში მკვლელი უწოდა.

ბაიდენმა თქვა, რომ ის დრო, როდესაც შეერთებული შტატები რუსეთის ქმედებებზე „თვალს ხუჭავდა“ დასრულდა. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთს სანქციები ემუქრება, მის მიერ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის და მასშტაბური „სოლარ უინდის“ კიბერ-თავდასხმის გამო.

ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო დაიძაბა, რაც მოსკოვის საოლქო სასამართლომ კრემლის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG