30-მდე საერთაშორისო, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია და გაერთიანება ევროპარლამენტარებს პირადი მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. ისინი "ფეისბუქის" კუთვნილი აპლიკაციის WhatsApp-სა და "მაიკროსოფტის" აპლიკაცია Skype-თან დაკავშირებულ წესებზე და მათ შესაძლო შემსუბუქებაზე საუბრობენ.
ევროკავშირის ქვეყნები თებერვალში საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც ევროპარლამენტარებსა და ევროკომისიის ფარგლებში ელექტრონული პირადი მონაცემების რეგულაციებს უკავშირდება და რომელიც WhatsApp-სა და Skype-ს იმავე რეგულაციებს დაუქვემდებარებს, როგორიც სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებს უწესდება. ეს მათ აუკრძალავს პირადი მონაცემების შეგროვებას იმისთვის, რომ მომხმარებლებს პერსონიფიცირებული, მიზნობრივი რეკლამები შესთავაზონ.
ორგანიზაციების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გააუქმეს ან შეასუსტეს ზოგიერთი ის პირობა, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლებს მათი მონაცემების შეგროვების ან სხვა ქმედებებისგან იცავდა, და რომ ისინი ახლა უნდა აღდგეს. ორგანიზაციების განმარტებით, კოვიდ-19-ის პანდემიამ მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა, რადგან მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ახლა ონლაინ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს იყენებს. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ხალხის დასაცავად უნდა იმოქმედონ, და არა - დიდი ტექნოლოგიური კომპანიების.
Facebook Forum