ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ფაიზერის ვაქცინა დაამტკიცა - ერთ თვეში 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება


ამერიკაში ვაქცინაციის პროცესი იწყება. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) ფაიზერის მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

გადაწყვეტილება FDA-მ რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროა. ცნობილია, რომ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე საათში დაიწყება და თვის ბოლომდე, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას.

პირველ ეტაპზე, ვაქცინას, ექიმები და რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები მიიღებენ. სულ, ამერიკაში პირველ ეტაპზე 40 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება. რაც 20 მილიონის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

მანამდე, ხუთშაბათს შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის პანელის წევრებმა ხმა მისცეს "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცებას. 22 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხუთშაბათს საათობით განიხილავდა უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა ამ კომპანიათა ერთობლივი ვაქცინა ამერიკელებისთვის.

კენჭისყრის წინ, დაძაბული განხილვის თითოეული პუნქტი ერთი კითხვით შეჯამდა: "სამეცნიერო მტკიცებულებათა საერთო მოცულობაზე დაფუძნებით, გადაწონის, თუ არა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობა მის რისკებს, რათა მისი გამოყენება 16 წლის ზევით ინდივიდებზე მოხდეს"? ექსპერტებიდან 17-მა "ფაიზერის" ვაქცინის დამტკიცებას დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG