ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ვაქცინის მომხრეთა რაოდენობა იზრდება


ამერიკაში, "ფაიზერ-ბიონტექის" მიერ შექმნილი, კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების პროცესი დაწყებულია. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ რამდენად მაღალი ეფექტურობაც არ უნდა ჰქონდეს ვაქცინას, ის ვაქცინაციის გარეშე, უძლური იქნება. მხოლოდ ვაქცინის შექმნა პანდემიის დინამიკას ვერ შეცვლის, თუ ხალხს არ ექნება მისი მიღების მზაობა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამოსავალი არა ვაქცინაში, არამედ მასობრივ ვაქცინაციაშია. "გამოწვევა იქნება ხალხის დარწმუნება იმაში, რომ აიცრან", თქვა ექიმმა ენტონი ფაუჩიმ, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, "ფეისბუქის" დამფუძნებელ, მარკ ზაკერბერგთან პირდაპირ ეთერში საუბრის დროს.

შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ბევრი ამერიკელი არ ენდობოდა კანდიდატ ვაქცინებს და უარს ამბობდა აცრის შესაძლებლობაზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეფექტური ვაქცინა მზად ჰქონდათ, ვაქცინაციის მომხრეების რიცხვიც გაიზარდა. ახლანდელი გამოკითხვები აჩენებს, რომ სულ უფროდაუფრო მეტი ადამიანია მზად აიცრას, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.

ერთ-ერთი ბოლო, "გალოპის" მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამერიკელების 63% მზადაა აიცრას კოვიდ-19-ის ვაქცინით.

თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსთან", ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინა ეფექტურობისთვის "[მოსახლეობის] მინიმუმ, 75%-მა უნდა მიიღოს. იმედია, ეს მაჩვენებლი 80-85% იქნება", იმისთვის რომ მივაღწიოთ პოპულაციურ (ე.წ. ჯოგურ) იმუნიტეტს და შეწყდეს ვირუსის გავრცელება.

"თუ გაქვს მაღალი ეფექტურობის ვაქცინა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ 50% აიცრა, მაშინ ვერ გექნება დაცვის ის ქოლგა, რომელიც პოპულაციურ იმუნიტეტს შექმნის", განაცხადა ფაუჩიმ 8 დეკემბერს.

"გალოპის" კვლევის მიხედვით, დემოკრატების უფრო დიდი ნაწილი გამოთქვამს მზაობას აცრისთვის, ვიდრე რესპუბლიკელების. ასევე, ქალები ნაკლებად არიან მზად ვაქცინის მისაღებად და ამის სურვილს, უფრო მეტად, კაცები გამოთქვამენ.

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობაში ვაქცინისადმი უნდობლობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკურმა მოვლენებმაც განსაზღვრა. თუმცა, "ფაიზერისა" და "მოდერნას" განცხადებებმა და იმის დემონტრაციამ, რომ მათი ვაქცინები ეფექტურია, მნიშვნელოვნად გაზარდა ვაქცინის მხარდამჭერების რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG