ბრიტანეთმა საგანგებო ავტორიზაცია მისცა ამერიკაში არსებულ ფარმაცევტულ კომპანია ფაიზერს. სწორედ ბრიტანეთია დასავლეთში პირველი ქვეყანა, ვინც ასეთი ნებართვა გასცა და მზაობა გამოთქვა ვაქცინაციის დასაწყებად.
ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სარეგულაციო ორგანომ, ოთხშაბათს, ფაიზერისა და ბიონტექის ერთობლივად წარმოებულ ვაქცინას გამოყენებაში ჩასაშვები ნებართვა მისცა. ბრიტანეთში ვაქცინაცია მომავალ კვირას დაიწყება. პირველ რიგში აიცრებიან ბრიტანეთის ერვნული ჯანდაცვის სერვისის თანამშრომლები, მოხუცებულთა სახლში მცხოვრებები და ის ადამიანები, ვისი მდგომარეობაც პრიორიტეტულად ჩაითვლება.
ფაიზერმა, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კლინიკური ცდის მესამდე ფაზის დასრულების შემდეგ, მათი ვაქცინა 90%-მეტად ეფექტური იყო. ბრიტანეთმა, წინასწარ, ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეუკვეთა.
"ბრიტანეთის მიერ, საგანგებო ნებართვის გამოცემა არის ისტორიული მომენტი კოვიდ-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ", განაცხადა ფაიზერის აღმასრულებელმა ოფიცერმა, ალბერტ ბურლამ.
კომპანიის განცხადებით, ისინი სხვა ქვეყნებთანაც მუშაობენ ნებართვის მისაღებად და ემზადებიან, რომ მთელი მსოფლიო მოამარაგონ "მაღალი ხარისხის ვაქცინით. "ათასობით დაინფიცირებული ადამიანის ფონზე, ყოველი დღე მნიშვნელოვანია ამ კოლექტიურ რბოლაში გამანდგურებელი პანდემიის დასამარცხებლად", განაცხადა ფაიზერის წარმომადგენელმა.
ვაქცინებისთვის ნებართვის მიცემაზე მუშაობს ევროკავშირიც. ისინი აპირებენ, რომ ნებართვა გასცენ როგორც ფაიზერი-ბიონტექის, ისე ამერიკულის მოდერნას ვაქცინებს. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთ მათგანზე მაინც გასცემს ნებართვას.
ფაიზერსა და მოდერნას ვაქცინის ავტორიზაციისთვის მიმართული აქვთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ნებართვის მიღების შემთხვევაში, ამერიკაში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
Facebook Forum