ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას იწყებს


გერმანია დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მასობრივი ვაქცინაციის 6 ცენტრის გახსნას გეგმავს. თითოეულ მათგანში დღეში 4 000 ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი. ოფიციალური პირები იმ დროისთვის ემზადებიან, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება და ხელმისაწვდომი გახდება.

სავაჭრო დარბაზი, აეროპორტის ორი ტერმინალი, საკონცერტო სტადიონი, ველოდრომი და ყინულის მოედანი - ეს იქნება ის 6 ცენტრი, სადაც გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეების აცრას გეგმავს. პირველი 3 თვის განმავლობაში 900 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

ალბრეხტ ბრომი ამბობს, რომ თითოეულ ასეთ ცენტრში დღეში 3-4 ათასი ადამიანის მიღება იქნება შესაძლებელი, შესაბამისი ზომების დაცვით და რიგების მოწესრიგებით.

"ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ სწორად შერჩეულ ადამიანებს სწორ დროსა და სწორ ლოკაციაზე მოვემსახუროთ", - განაცხადა ალბრეხტ ბრომიმ.

გერმანია, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ბევრად მეტად და ადრე ემზადება იმ ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული გამოწვევებისთვის, რაც ვაქცინების დამტკიცებიდან პირველ კვირებში შეიქმნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG