ორშაბათს, უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის მთავრობების მიერ 2021-2027 წლების ბიუჯეტისა დაბლოკეს. კანონპროქტი ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ იმისთვის, რომ ქვეყნებმა ბიუჯეტის ნაწილი და ფულადი დახმარება მიიღონ, აუცილებელია ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობდეს. უნგრეთი და პოლონეთი ამ პირობას ეწინააღმდეგებიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ კომპრომისული, 1,8 ტრილიონი ევროს ოდენობის პაკეტისთვის. ვარშავისა და ბუდაპეშტის მხრიდან ვეტოს გამოყენებამ შეთანხმების მიღებას ხელი შეუშალა.
პოლონეთისა და უნგრეთის ვეტოს, სამშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. ეს თემა, განხილვის საგანი იქნება ხუშთაბათსაც, ვიდეო კონფერენციის დროს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან. თუმცა, გამოსავლის ძებნამ, შესაძლოა რამდენიმე დღეზე უფრო დიდხანს გასტანოს, ამბობენ ოფიციალური პირები.
ბუდაპეშტსა და ვარშავაში ევროკავშირის დაფინანსების მიღებისა და კანონის უზენაესობის დაკავშირების წინააღმდეგი არიან. ისინი ევროკავშირის მიერ წამოწყებული გამოძიების სამიზნე არიან. ევროკავშირი იძიებს ხელისუფლების მხრიდან, ამ ქვეყნებში სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის ფაქტებს.
თუ ევროკავშირის ლიდერების მიერ, ივლისში შემოთავაზებული კანონპროექტი დაფინანსებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით დამტკიცდება, მაშინ ეს ქვეყნები რისკავენ, რომ ათობით მილიარდ ევროზე დაკარგონ წვდომა.
„პოლონეთი იმედოვნებს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან რაციონალურ მიდგომას ექნება ადგილი და გავაგრძელებთ მუშაობას წესებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ შედეგს“, განაცხადა პოლონეთის მთავრობის სპიკერმა.
სრული კონსენსუსის გარეშე ევროკავშირის წევრები საბიუჯეტტო თანხებს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, ვარშავასა და ბუდაპეშტს ძლიერი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის ტექსტში ცვლილებები შეიტანონ.
კანონპროექტის დაბლოკვა კი ნიშნავს ფულადი დახმარების შეწყვეტას ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის. როგორც ჩანს, კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნებისთვის ევროპაში, ფულადი დახმარება, საკმაოდ დაიგვიანებს.
Facebook Forum