ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი ელოდება, რომ მომავალი კვირების განმავლობაში, ამერიკაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზრდება


ექიმი ენტონი ფაუჩი, ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ელოდება.

ტელეკომპანია ABC-ისთან საუბრის დროს ფაუჩიმ თქვა, რომ ინფექციის მაჩვენებელი "მოულოდნელად არ დაიხევს უკან" და მომავალი კვირების განმავლობაში ელოდება, რომ მადლიერების დღის გამო, კიდევ უფრო მოიმატებს ვირუსის შემთხვევები.

მადლიერების დღის აღნიშვნასა და კორონავირუსის შემთხვევების ზრდას შორის კავშირს ხედავს ექიმი დებორა ბირქსიც. თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის კოორდინატორი ამბობს, რომ ხალხმა, ვინც მადლიერების დღისთვის იმოგზაურა, უნდა გაითვალისწინონ, რომ დიდი ალბათობით, დაინფიცირდნენ. "თქვენ უნდა ივარაუდოთ, რომ დაინფიცირდით და აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ტესტირება მომავალი კვირის განმავლობაში", თქვა ბირქსმა. მან ასევე, მოუწოდა ადამიანებს, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურეს, არ ჰქონდეთ კონტაქტი 65 წელს ასაკის ზემოთ მყოფ ადამიანებთან და ასევე, მათთან, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

ბირქსისა და ფაუჩის განცხადებების პარალელურად, ჯანდაცვის სფეროს ორმა ექსპერტმა ამერიკელ ხალხს მიმართა და თქვა, რომ ვაქცინა მალე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მანამდე სიფრთხილის ნორმები ისევე უნდა დაიცვან, როგორც აქამდე. კოვიდ-19-ისგან თავის დასაცავად აუცილებელი წესების უგულებელყოფა კი, შესაძლოა ქვეყნისთვის დამანგრეველი იყოს.

"20 მილიონი ამერიკელის ასაცრელად საკმარისი რაოდენობის ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება", თქვა ადმირალმა ბრეტ გიროირმა, რომელიც თეთრი სახლის ტესტირების ჯგუფის ხელმძღვანელია. გიროირის თქმით, ორი ვაქცინა, რომელიც ახლა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში ნებართვის მიღების პროცედურებს გადის, არის "სიცოცხლის გადამრჩენი" და "დაასრულებს პანდემიას".

თუმცა, მანამდე "ამერიკელმა ხალხმა სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიდრე ვაქცინა ფართოდ გავრცელდება. ატარეთ ნიღაბი, თავი შეიკავეთ დახურულ სივრცეში შეკრებებისგან და დაიცავით ყველა სხვა წესი", ამბობს ადმირალი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG