ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს კორონავირუსი დაუდგინდა


იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად პანდემიის დადასტურებული შემთხვევების სარეკორდო რაოდენობა აღირიცხება, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მიდოუსი კორონავირუსით დაინფიცირდა.

პარასკევს, ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა დაადასტურა, რომ მიდოუსს დადებითი შედეგი დაუდგინდა იმ ვირუსის ტესტზე, რომელმაც წელს უკვე 236 ათასი ამერიკელი იმსხვერპლა.

მიდოუსი წინასაარჩევნო მოგზაურეობებში ტრამპს ახლდა და ბოლოს საჯაროდ ოთხშაბათ დილით გამოჩნდა, როდესაც ტრამპმა ყალბად გამოაცხადა რომ ხმების დათვლის შედეგებით გაიმარჯვა. მიდოუსი მაშინ პირბადის გარეშე გამოჩნდა.

როდესაც თვეზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტი ვირუსით დაინფიცირდა, მიდოუსი პრეზიდენტის გარშემო მყოფ უახლოეს თანაშემწეთაგან ერთ-ერთი იყო, მაგრამ ტესტს ყოველდღიურად იკეთებდა და ჩვეული სამუშაო განრიგით მუშაობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG