ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ახალი ცივი ომი თავიდან უნდა ავიცილოთ,"- გაეროს გენერალური მდივანი


"საათი წიკწიკებს. მსოფლიოს სჭირდება გლობალურად არსებული ცეცხლის ჩაქრობა, რათა შეჩერდეს ყველა ცხელი კონფლიქტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი ცივი ომი,"- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააკეთა. ის ფიქრობს, რომ არსებობს რისკი, რომ მსოფლიომ ახალი ცივი ომი იხილოს.

გუტერეშმა გამოსვლაში თქვა, რომ უნდა შეჩერდეს დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის და მსოფლიომ ერთიანი ძალით უნდა ებრძოლოს პანდემიას.

"ჩვენ ძალიან საშიში მიმართულებით მივდივართ. ჩვენ სამყაროს არ ექნება მომავალი, თუ ეს პროცესები გაგრძელდება და მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის დაპირისპირება გაგრძელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე ეკონომიკური განხეთქილება შეიძლება გარდაიქმნეს გეოსტრატეგიულ სამხედრო განხეთქილებად, ეს კი სამყაროს დაყოფს. ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ,"- თქვა გამოსვლაში გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს გაერთიანებისკენ და ერთობლივი ძალით ახალ კორონავირუსთან ბრძოლისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუტერეში ამბობს, რომ მსოფლიო დამარცხდება და ვირუსი გაიმარჯვებს.

"ახლა პოპულიზმის და ნაციონალიზმის დრო არ არის. ახლა ერთობის დროა, უნდა შეწყდეს დაძაბულობა და ერთად ვებრძოლოთ ამ ვირუსს,"- თქვა გუტერეშმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG