ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა" - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

"გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გენერალური მდივნის მოწოდება ჯერ-ჯერობით არ იქნა მხედველობაში მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს" - საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება, გაეროს საიუბილეო ღონისძიებაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, "მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად გაყინული მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა."

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს, ოთხ საფუძველზე დგას - მშვდობა, სიცოცხლისუნარიანი პლანეტა, ინკლუზიური და ჯანმრთელი საზოგადოება და განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში" - აცხადებს ზურაბიშვილი.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG