ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები და მხარდაჭერა ბელარუს ხალხს - ევროპა მოქმედებაზე გადადის


ევროპის ლიდერები ვირტუალურ სამიტს გამართავენ და მხარდაჭერას გამოუცხადებენ ბელარუსში იმ ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ევროპელი ლიდერების საგანგებო შეკრება ვიდეოზარებით ოთხშაბათს გაიმართება და ისინი განიხილავენ ვითარებას პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი საპროტესტო აქციების დარბევის გამო ევროკავშირი ბელარუსი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებაზე მსჯელობს.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოქვეყნდა ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომელშიც გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ იზიარებს და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

"ბელარუს ხალხს უფლება აქვს გადაწყვიტოს თავისი მომავალი და თავად აირჩიონ მმართველი," - ამბობს ჩარლზ მიშელი რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტია.

ცნობილი ხდება რომ ბელარუსის მეზობელი ლიეტუვა გამოდის ინიციატივით, რომ შექმნას სპეციალური დახმარების ფონდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქციების დროს დაშავდნენ. ლიეტუვის იდეა 50 მილიონი ევროს გამოყოფას და ბელარუსის მთავრობის გვერდის ავლით სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას ითვალისწინებას.

ბელარუსელი ხალხის მიმართ დახმარებას ითხოვს პოლონეთიც. ქვეყნის ინიციატივით, 13 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს ბელარუსში დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად და სასკოლო პროგრამების გასაძლიერებლად.

ყველა ამ და სხვა ინიციატივაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბელარუსი ხალხის დახმარება ევროპელი ლიდერები რამდენიმე დღეში იმსჯელებენ და შეაჯერებენ პოზიციებს. ევროპელი ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე გაირკვევა, ჩაერთვება თუ არა ევროკავშირი მომლპარაკებლის პოზიციაში ლუკაშენკოსა და აქციის მონაწილეებს შორის. ის რომ ევროპა იყოს მხარეებს შორის მომლაპარაკებელი ამას პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა და დანია ითხოვს.

გასულ უქმეებზე ბელარუსის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით სამხედრო დახმარება შესთავაზა.

ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ჩარევა ამ დროისთვის ბელარუსში არ ჩანს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე ბელაურსსა და ევროპას შორის ურთიერთობები ნელა, თუმცა მაინც ღრმავდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG