ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმ ფაუჩის "არ მოსწონს", თუ როგორ უმკლავდება ამერიკა კოვიდ- 19-ის პანდემიას


ოთხშაბათს ამერიკაში მაისის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა. ერთ დღეში ქვეყანაში 1,500 ადამიანი გარდაიცვალა. ახლა ამერიკაში კორონავირუსის დადასტურებული 5,2 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით გარდაცვლილია 167,000 ადამიანი. ორივე მაჩვენებლით ამერიკა მსოფლიოს ყველა ქვეყანას უსწრებს.

ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ მას არ მოსწონს ის, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში მოვლენები.

"ჩვენ ნამდვილად არ ვართ იქ, სადაც მე ვიმედოვნდებდი, რომ ვყოფილიყავით. ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული, ისტორიული პანდემიის შუაგულში ვართ", თქვა ფაუჩიმ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ელოდება, რომ ვირუსის მდოგმარეობა იქნება "კარგ ფორმაში...ძალიან მოკლე დროში", ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვირუსის შემთხვევები გაიზრდება, თუ ფედერალური და ადგილობრივი მთავრობები არ იმუშავებენ ერთად.

ვაშინგტონს არ გამოუქვეყნებია არცერთი კოორდინირებული სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსის გავრცელებას. ზოგიერთ შტატში პირბადის ტარება აუცილებელია და აკრძალვები გრძელდება, თუმცა, დანარჩენებში პირბადის ტარება არაა სავალდებულო და გამარტივებული წესები აქვთ სოციალური შეკრებებზე.

ზოგიერთ შტატში კვლავ იზრდება ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისეთებში, როგორიცაა, მაგალითად, არიზონა, კალიფორნია და ფლორიდა. ზოგიერთ შტატში კი მდგომარეობა უმჯობესდება.

ფაუჩიმ, ასევე თქვა, რომ კორონავირუსი, დიდი ალბათობით, არსად არ წავა, მაგრამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეეძლებათ, რომ ის უფრო "დაბალ საფეხურზე" ჩამოიყვანონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG