ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთ ევროპაში კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შეთხვევა ესპანეთში ფიქსირდება


მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 20 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. დასავლეთ ევროპაში, შემთხვევების რაოდენობით, ესპანეთმა დიდ ბრიტანეთს გაუსწრო. ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს კონტაქტების მოძიებას.

„ზოგიერთმა რეგიონმა ვერ გაიგო, რომ ეს იყო მთავარი კარანტინის დასრულების შემდეგ და გრძელვადიანად“, - აცხადებს ილდეფონსო ჰერნანდეს აგუადო.

მთავრობა საკუთარ პოლიტიკას იცავს.

„შესაბამისი ქმედებები ხორციელდება პანდემიის კონტროლისთვის“, - განაცხადეს მათ. მთავრობამ საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ „მონაცემები აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვიძიებთ და ვამჟღავნებთ ვირუსის შემთხვევებს“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ-19-ის 323,000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს რიცხვი ბრიტანეთის შემთხვევაში 313,000-ია. ესპანეთში, ვირუსით 28,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დიდ ბრიტანეთში 46,000.

ესპანეთში, რომელიც ვირუსის თავდაპირველი გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს. თუმცა მას შემდეგ რაც ეს შეზღუდვები მოიხსნა, ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. აგვისტოში, ყოველდღიურად ქვეყანაში 1500 შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG