ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში კორონავირუსის რეკორდული შემთხვევები დაფიქსირდა


ორშაბათს, ინდოეთში კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვალების 1,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების 44,386 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინდოეთი ახლა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, მექსიკას და ბრიტანეთს ჩამორჩება.

ქვეყანაში, ასევე, ბოლო 6 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, 62,000 შემთხვევა დაფიქსირდა.

რთული ვითარებაა ავტსრალიაშიც. იქ ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის დედაქალაქში, ვიქტორიაში, მცირდება.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთშიც. ორშაბათს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ერთ-ერთ რეგიონში ადგილობრივი გადადების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. 35 შემთხვევა კი ჩინეთში ქვეყნის გარედან შემოტანილი ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პარიზში დამატებითი აკრძალვა შემოიღეს და დღეიდან ქალაქში პირბადეების ტარება პოპულარულ თავშეყრის ადგილებში ღია ცის ქვეშაც აუცილებელი გახდება. აკრძალვა ერთი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

პარიზი საფრანგეთის იმ ქალაქებს შორის, სადაც მსგავსი აკრძალვებია შემოღებული. მათ შორისაა ტულსა, ლილი და ბაირიტცი. ისინი, ვინც პარიზში შემოღებულ აკრძალვას დაარღვევენ 160 დოლარით დაჯარიმდებიან. სამჯერ დარღვევის შემთხვევაში კი პირს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG