ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ უმკლავდებიან აზიის ქვეყნები პანდემიას უკეთესად?


მალაიზიაში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და 8800 მიაღწია. თუმცა, ივნისის ბოლოსკენ შემთხვევების რაოდენობა რადიკალურად შემცირდა.

მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში, შემთხვევების ზრდა ასევე ადრეულ მარტში ვიხილეთ, თუმცა ივნისში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ რადიკალურად იზრდება.

მალაიზია ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია კორონავირუსთან ბრძოლაში. ქვეყანა და მისი მეზობლები პანდემიას წარმატებით გაუმკლავდნენ და ამის მიზეზი ექსპერტთა განცხადებით შესაძლოა კულტურული იყოს.

„ხალხი აქ კოლექტიურად ფიქრობს, თუნდაც მთავრობას ვერ იტანდნენ, ინსტრუქციებს ყურადღებით უსმენენ, ამბობს ალან ჩონგი, რაჯარატნამის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი.

ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება კონფუციონიზმია, ფილოსოფია, რომელიც პირადი საჭიროებებზე მაღლა საზოგადოებრივი ვალდებულებების დაყენებას ქადაგებს.

კუალა ლუმპური, მალაიზიის დედაქალაქი
კუალა ლუმპური, მალაიზიის დედაქალაქი

მაგალითისთვის, ჰონგ-კონგში, ანტისამთავრობო დემონსტრაციები შეწყდა, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელება დაიწყო.

ტაივანელები საჯარო სივრცეებში პირბადეს ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის ადგილობრივი გადაცემა არ დაფიქსირებულა.

ერთ კვირაში, მას შემდეგ რაც მალაიზიამ კარანტინი გამოაცხადა, მოსახლეობის 95%-ი მას დაემორჩილა, - ამბობს იბრაჰიმ სიუფიანი, კუალა ლუმპირში კვლევითი ორგანიზაციის, „მერდეკა ცენტრის“ პროგრამების დირექტორი.

„მალაიზიელები ალბათ ვერ გაიგებდნენ თუ რა ხდება ამერიკელების გონებაში, რადგან მალაიზიაში, ექსპერტების და ბიუროკრატიის მიმართ ნდობა ჯერ კიდევ მაღალია, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში ალბათ პრობლემა მთავრობის ნდობაა“, - ამბობს სუფიანი.


აზიის მთავრობებს არ სჭირდებათ მოსახლეობას ხშირად შეახსენონ პირბადის ტარების, დისტანციის დაცვის თუ სახლში დარჩენის აუცილებლობა.

„მათ შეიარაღებული ძალების მეთაური კი არ უბრძანებს, რომ პირბადეები ატარონ. ეს მენტალიტეტია“, - ამბობს ფრედერიკ ბურკე, ხო ში მინში საკონსუკომპანია „ბეიკერ-მაკენზის“ თანამშრომელი ვიეტნამზე საუბრისას. "ხალხმა ერთმანეთი უნდა დაიცვას, და არა საკუთარი თავი. პირბადე სხვის დაცვას ემსახურება, თუ ვირუსი გაქვს, რომ არ გაავრცელო“, - ამბობს ის.

ვიეტნამში კორონავირუსის მხოლოდ 401 შემთხვევაა დაფიქსირებული და არავინ არ გარდაცვლილა.

„შეიძლება იატაკქვეშ მალავენ რამეს, მაგრამ ზოგადად ეს რიცხვები როგორც ჩანს რეალურია“, - ამბობს დერეკ გროსმანი, რენდის კორპორაციის უფროსი მკვლევარი.

ზოგი შეერთებულ შტატებში ამბობს, რომ კომუნისტურმა ვიეტნამმა თავისუფლებები შეზღუდა, რათა კოვიდ-19-ის გავრცელება შეემცირებინა და მონაცემებს შემთხვევების რაოდენობის შესახებ მალავს.

მეზობლების მსგავსად, აღმოსავლეთ აზიაში, ვიეტნამელმა ოფიციალურმა პირებმა ადრეულ ეტაპზე მოახდინეს რეაგირება, ვიზიტორების შემცირება და კონტაქტების მოძიება.

სუფიანი ამბობს, რომ მალაიზიაში, პანდემიის წარმატებულად გამკლავების ერთ-ერთი მიზეზი მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიის და H1N1-ის გრიპის გამოცდილება იყო. ორივე დაავადება ჩინეთიდან წამოვიდა. ტაივანმა, სინგაპურმა და სამხრეთ კორეამ გამოცდილება სწორედ ამ წარსული ეპიდემიებისგან მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG