ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილიამ კოვიდ19-ის ექსპერიმენტალური ვაქცინის ხალხზე გამოცდა დაიწყო


კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩინეთიდან ბრაზილიაში ჩაიტარეს, ადამიანებზე გამოიცდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. გავრცელებული მონაცემებით ვაქცინას მოხალისეებს გაუკეთებენ.

სან პაულოში აცხადებენ, რომ პროცესში 12 კვლევითი ცენტრი ჩაერთვება და 90 დღის განმავლობაში 9000 ტესტს გამოიყენებენ.

სან პაულოს გუბერნატორი, ჯოაო დორი ამბობს, რომ თუ ვაქცინა გაამართლებს, 2021 წლის დასაწყისში ქვეყანა 120 მილიონ დოზას გამოუშვებს რომელიც ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება.

ვაქცინას "კორონავაქ" ქვია და როგორც ბრაზილიაში ამბობენ, ეს მოწინავე ვაქცინაა კოვიდ19-თან ბრძოლაში.

ბრაზილიაში კოვიდ19 2.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა გარდაცვლილია 80 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG