ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქი" და "ტვიტერი" დეზინფორმაციის წინააღმდეგ


სოციალური მედიის პლატფორმები, აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს იღებენ.

"ფეისბუქი" მომხმარებლებისთვის ერთგვარ დამხმარე ჰაბს ქმნის, რომლის მიზანი კენჭისყრასთან დაკავშირებული რესურსის მიწოდებაა. "ტვიტერი" კი ფოსტის საშუალებით კენჭისყრისა და ადრეული ხმის მიცემის შესახებ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ წესებს აფართოებს.

"ფეისბუქმა" უკვე აამოქმედა "კენჭისყრის საინფორმაციო ცენტრი", რომლითაც მომხმარებელს ზუსტ და მარტივ ინფორმაციას აწვდის მათი საცხოვრებელი მდებარეობის მიხედვით.

"ტვიტერი" კი დამატებით ზომებს, დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მომდევნო თვიდან მიმართავს. აქცენტი ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზე იქნება.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მტკიცებულებების გარეშე, საუბრობს ფოსტის საშუალებით ხმის მიცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და აცხადებს, რომ ამ ფორმით ჩატარებული არჩევნები, ისტორიაში შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ყალბი იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG