ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და ჰარისი ამომრჩევლის წინაშე ერთად წარსდგებიან


საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელი ჯო ბაიდენი და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული 55 წლის სენატორი კამალა ჰარისი დღეს ამომრჩევლის წინაშე ერთად გამოჩნდებიან.

ბაიდენ-ჰარისის კამპანიის განცხადებით, ისინი დელავერის შტატში, უილმინგტონში ისაუბრებენ იმაზე თუ როგორ „იმუშავებენ ერთად ერის სულის აღსადგენად და მომუშავე ოჯახების დასაცავად ქვეყნის დაწინაურების მიზნით.“

ბაიდენმა ჰარისი სამშაბათ საღამოს დაასახელა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად. ეს ისტორიული ნაბიჯი იყო იმ მხრივ, რომ ჰარისი პირველი შავკანიანი და სამხრეთ აზიელი ამერიკელია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს.

55 წლის ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლანდში დაიბადა. ის იმიგრანტების შვილია. მისი მამა იამაიკელია დედა კი ინდოელი.

ჰარისი კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინკის სამართლის კოლეჯის კურსდამთავრებულია. ის 2003 წელს სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორად აირჩიეს, 2010 წელს კი ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა.

2016 წელს ჰარისმა კენჭი იყარა კალიფორნიის სენატორობაზე და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვაშინგტონში ჩავიდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენის არჩევანმა ის „გააკვირვა.“

„ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ მან ისეთი ცუდი შედეგები დადო პრაიმერების დროს, ბევრმა ადამიანმა მასზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG