ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ეკონომიკურ გეგმას წარადგენს


დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ საკუთარ წინასაარჩევნო ეკონომიკურ გეგმას სამშაბათს წარადგენს. არჩევნებამდე კი 100 დღე რჩება.

ბოლო გამოკვლევების მიხედვით, ბაიდენი ტრამპს უსწრებს. იგივე შედეგი აჩვენა გასულ კვირას, როიტერისა და იპსოს ერთობლივმა კვლევამ, სადაც დარეგისტრირებული ამომრჩევლები გამოკითხეს. გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბაიდენი ტრამს 10 პროცენტით ჯობნის ხმების რაოდენობაში.

საკუთარი ეკონომიკური გეგმის განხილვის დროს, ბაიდენმა ყურადღება ეკონომიკის ამუშავებას და აღდგენასაც დაუთმო, რის პარალელურადაც აკრიტიკებდა ტრამპს და თეთრი სახლის ადმინისტრაციის პასუხს კორონავირუსის პანდემიაზე.

ტრამპი ამბობს, რომ მხოლოდ ის არის ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვისაც ეკონომიკის გაძლიერება შეუძლია, ხოლო ბაიდენს "აბსოლუტურად ცუდად აღჭურვილს" უწოდებს.

თვის დასაწყისში, ჯო ბაიდენმა წარმოების 700 მილიარდიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, ამ გეგმის ამუშავების შემთხვევაში, ამერიკაში, დამატებით, 5 მილიონი ადგილი შეიქმნება, რაც კორონავირუსის დროს გაჩენილი უმუშევრობის პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს.

ბაიდენი ამბობს, რომ მისი გეგმის მიხედით 300 მილიარდი დოლარი სუფთა ენერგიის პროექტების კვლევისა და განვითარებისთვის დაიხარჯება და ის მოიცავს, მაგალითად, ტელეკომუნიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის ამ მიმართულებით გამოყენებას. ბაიდენის გეგმის მიხედვით, 400 მილიარდი დოლარი კი ეკო მეგობრული პროდუქტებისა და სამშნებელო მასალებისთვის გამოიყოფა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG