უკვე მეოთხე დღეა ათასობით ადამიანი პროტესტს არ წყვეტს ბელარუსში. დემონსტრანტები, მათი თქმით, აპროტესტეტებნ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც, უკვე მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
წინა მძიმე ღამეების გამოცდილებით, როდესაც ისინი პოლიციამ დაარბია, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, გასულ ღამეს, დემონსტრანტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ისე ცდილობდნენ აერიდებინათ პოლიციის მიახლოება თავიდან.
თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია რეზინის ტყვიებს ესროდა მათ, ვინც საკუთარი სახლების აივნებიდან ცდილობდნენ დემონსტრანტების გამხნევებას.
ოთხშაბათს კი ქალების ჯგუფმა, ასევე, ცოხალი ჯაჭვი შექმნა და მათ იქ სადაც პოლიციის დანაყოფები იდგა, ყვავილები მიიტანეს. მსგავსი დემონსტრაციები მინსკსა და ბელარუსის რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობდა.
გასული 4 ღამის განმავლობაში 6,000 დემონსტრანტი დაიჭირეს, ასობით დაიჭრა მას შემდეგ რაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა მათ დასაშლელად.
დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. სააგენტო "ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, პოლიციამ სცემა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს, ვიტალი ცუჰანკოუს. იგივე ბედი ეწია, ორ დამოუკიდებელ ბელარუს ჟურნალისტს.
"ძირი ამ ე.წ პროტესტისა არის ხალხი, ვისაც კრიმინალური წარსული აქვს და ახლა სამუშაოს ვერ ნახულობს", თქვა ლუკაშენკომ დემონსტრანტებზე.
ევროკავშირის პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო ურთიერთობათა მინისტრების შეხვედრა დაგეგმა, რათა ბელარუსის საკითხი განიხილონ. ბორელი სანქციებით ემუქრება მათ, "ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, გაუმართლებელ დაკავებებზე და ფალსიფიცირებულ არჩევნებზე".
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანუსკაიამ კი 10%-ზე ნაკლები.
ციხანუსკაია არ აღირებს არჩვენების შედეგებს. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენ გადავლახეთ შიში, აპათია და გულგრილობა“, - თქვა მან.
განცხადება გააკეთა ასევე მარია კოლესნიკოვამ, ოპოზიციის კანდიდატის ვიკტორ ბაბარიკას კამპანიის ხელმძღვანელმა და შედეგები უარყო. ბაბარიკა, ბანკის ყოფილი მმართველი, ახლა ციხეშია.
ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანუსკაიამ სამშაბათს თქვა, რომ ბელარუსში არჩევნების შემდგომი დემონსტრაციების მეორე ღამის შემდეგ, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, მას მეზობელ ლიეტუვაში მოუხდა თავის შეფარება. ციხანუსკაიას თქმით, მას შემდეგ რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა, ბელარუსის სამართალადამცავმა ოფიციალურმა პირებმა ის აიძულეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ქალის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო.
“ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი განმსჯის და ბევრი ჩემი მოძულე გახდება, მაგრამ ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ არჩევანისგან, რომლის წინაშეც მე ვიდექი”, თქვა ციხანუსკაიამ.
ლუკაშენკოს ხშირად უწოდებენ ევროპის უკანასკნელ დიქტატორს. ის ცნობილია თავისუფალი სიტყვის ჩახშობით და ადამიანის უფლებების დარღვევით. ის ბელარუსს 1991 წლიდან მართავს და ბოლო არჩევნების ჩათვლით, თავისი პრეზიდენტობის მეექვსე ვადას გადის.
Facebook Forum