საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 79 წლის ქალბატონი, რომელიც ქვეყანაში კოვიდ-19-ის მე-17 მსხვერპლია, მცხეთის სამედიცინო ცენტრში ივნისის თვიდან მკურნალობდა. გარდაცვლილი თბილისის მკვიდრი იყო. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ აღნიშნა, რომ პაციენტს კორონავირუსის გარდა, სხვა მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა:
„ეს ქალბატონი ჩვენთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, იყო უმძიმესი პაციენტი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, კორონავირუსთან ერთად შემოვიდა მწვავე ინფაქტით და ბევრი თანხლები ქრონიკული დაავადებით. კორონავირუსთან ერთად, ასაკმა და თანხლებმა დაავადებებმა სამწუხაროდ განაპირობა ლეტალური შედეგი“ - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
ეს ქალბატონი ჩვენთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, იყო უმძიმესი პაციენტი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, კორონავირუსთან ერთად შემოვიდა მწვავე ინფაქტით და ბევრი თანხლები ქრონიკული დაავადებით"ლიკა მუმლაძე, მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი
ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 1 155-ს მიაღწია, 929 გამოჯანმრთელდა, 337 სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა, 6 489 კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი, უმრავლესობა ავღანეთის მისიაში მყოფი ჯარისკაცები არიან. 17 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კოვიდ ინფექციით 6 ადამიანი გარდაიცვალა აპრილში, 6 - მაისში, 3 ივნისში და 2 ივლისში.ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კოვიდ-19-ით გარდაცვლილები საქართველოში (აპრილი - ივლისი 2020)
04 აპრილი - 79 წლის ქალი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
05 აპრილი - 81 წლის ქალი, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა
07 აპრილი - 86 წლის ქალი, თბილისის ინფექციური საავადმყოფო
18 აპრილი - 70 წლის ქალი, ბათუმის კლინიკა მედალფა
22 აპრილი - 68 წლის კაცი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
26 აპრილი - 83 წლის კაცი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
01 მაისი - 83 წლის კაცი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
02 მაისი - 72 წლის ქალი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
03 მაისი - 58 წლის ქალი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
08 მაისი - 45 წლის ქალი, გორის სამხედრო ჰოსპიტალი
11 მაისი - 81 წლის კაცი, ბათუმის კლინიკა მედალფა
14 მაისი - 81 წლის ქალი, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
03 ივნისი - 76 წლის კაცი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო
14 ივნისი - 66 წლის კაცი, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკა
28 ივნისი - 82 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
21 ივლისი - 72 წლის კაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
29 ივლისი - 79 წლის ქალი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი
Facebook Forum