ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსით ერვნული ბანკის თანამშრომელი გარადიცვალა


ეროვნული ბანკის საცავი
ეროვნული ბანკის საცავი

საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ის 66 წლის მამაკაცია და ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. იგი ბანკის ფულის საცავში მუშაობდა და იქ დაინფიცირდა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორთვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ეს პაციენტი მათ კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს.

"მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. ასევე დადასტურებული ჰქონდა გულის პრობლემები. ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

XS
SM
MD
LG