ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 ინფიცირებული, 4 განკურნებული - კოვიდ-19 საქართველოში 3 ივლისს


3 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID 19-ის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი განიკურნა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია: 2 ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 მოქალაქე კი საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, ერთი აჭარაშია დაფიქსირებული. პაციენტი 38 წლის ქალია, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პაციენტი სარფის საბაჟოდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. იქ კი მას კოვიდ-19 დაუდგინდა. ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში ამ ეტაპზე სულ 3 ინფიცირებული პაციენტია, რომელთაც მკურნალობა უტარდება. ცხელების კლინიკებში მოთავსებული 36 პირი კი ანალიზის პასუხებს ელოდება. აჭარაში ახლა საკარანტინო რეჟიმში 1 587 ადამიანია.

ოსური მედიის ცნობით, კორონავირუსი ცხინვალში რუსეთიდან დაბრუნებულ სამ სტუდენტსაც დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес ავრცელებს. დე-ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ე.წ. რესპუბლიკაში, კორონავირუსის სულ 85 შემთხვევაა დადასტურებული, 68 პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.
ჯამში, ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე, ამავე დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, COVID-19-ის 943 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 821 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 - გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG