ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი დაფიქსირდა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქე, რომელსაც ვირუსი დაუდასტურეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან 30 აპრილს შევიდა და კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად, პაციენტი, რომელსაც მაღალი სიცხე აქვს, ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ამ დრომდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გამოვლენილი არ იყო. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც ცხინვალის ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში იმიტომ არაა ასახული, რომ სანდო ინფორმაცია არ აქვთ.

ოკუპირებუოლ ტერიტორიებზე არსებული წყაროები და სტატისტიკა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, არ არის სანდო
ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი


"ეს მეტად უფრო მტკივნეული და პოლიტიკური საკითხია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩვენი ქართველი მოქალაქის მდგომარეობა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ის წყაროები და სტატისტიკა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, არ არის სანდო, აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გავაჟღეროთ ის ინფორმაცია, რომლის სარწმუნოობაშიც არ ვართ დარწმუნებული" - ბრძანა მინისტრმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის პირველად 7 აპრილს გამოვლინდა, ტერიტორიებზე, ადგილობრივი წყაროების ცნობით, მას შემდეგ, მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG