ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში Covid-19-ით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი სიტყვებით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 აპრილს ქართყლ-გერმანული კლინიკიდან იყო გადაყვანილი.

პაციენტი შემოვიდა უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონა დადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ვეღარ შევძელით მისი განკურნება
ლალი ტურძელაძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი


„პაციენტი შემოვიდა უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონა დადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა. კორონას პარალელურად ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა, ვეღარ შევძელით მისი განკურნება” - აღნიშნა ტურძელაძემ.

ამ დროისთვის, კორონავირუსით საქართველოში ინფიცრირებულია 652 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 383. გარდაიცვალა 12.

პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა. მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა. მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა. მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.

მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა. მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა. მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა. მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.

მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა. მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა. მეთერთმეტე პაციენტი - 81 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 11 მაისს გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

XS
SM
MD
LG