ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსით უცხოეთში მცხოვრები საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს 13 მოქალაქეა დაღუპული, 45 კი ინფიცირებული.

„განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG